შვედმა ფეხბურთელმა ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ამას წინათ განაცხადა, რომ ლა ლიგაში აპირებს დაბრუნებას. ეს ცნობა ინტერნეტში ელვისებურად გავრცელდა.

შვედმა ამ განცხადებით კვლავ მიიქცია მსოფლიოს ყურადღება. რაც უნდა ითქვას, შვედს ყურადღების მიქცევა ყოველთვის ეხერხებოდა, თუმცა იმავეს ვერ ვიტყვით მის მეუღლეზე, რომელიც მუდმივად ჩრდილშია.

არადა, დღევანდელ მსოფლიოში ფეხბურთელის ცოლობა პირადი ცხოვრების გამოაშკარავებას ნიშნავს.

თუმცა ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და ჰელენა სეგერის შემთხვევა სხვებისას არ ჰგავს. ზლატანი ყოველთვის ახერხებს, რომ მისი პირადი ცხოვრება გარეთ არ გამოიტანოს და თავის მხრივ, არც სეგერზეა ბევრი რამ ცნობილი.

ქერათმიანი ლამაზმანი ზლატანზე 11 წლით უფროსია და ახალგაზრდობაში მოდელობაც სურდა, თუმცა სიმაღლემ არ შეუწყო ხელი.

სეგერი მარკეტოლოგიაზე სწავლობდა და პარალელურად რესტორანშიც მუშაობდა. სწორედ ამ პერიოდში გაიცნო ჰელენამ ზლატანი, თუმცა იბრაჰიმოვიჩი თავიდანვე არ მოეწონა. ზლატანმა მას საკუთარი "ფერარით" გამოსასვლელი გზა გადაუღობა, რითაც ჰელენაზე კარგი შთაბეჭდილება არ მოუხდენია.

ჰელენას არასდროს სურდა ფეხბურთელის ცოლობა, მაგრამ ზლატანმა თავისი გაიტანა და ქერა ლამაზმანის გული მოინადირა.

მას შემდეგ, რაც წყვილმა სერიოზული ურთიერთობა დაიწყო, ჰელენას კარიერა მეორეხარისხოვანი გახდა. ჯერ კიდევ ჰოლანდიაში ცხოვრების დროს ჰელენა საკუთარი ბიზნესის განვითარებას ცდილობდა, მაგრამ მეუღლის მუდმივი მოგზაურობა ამაში ხელს უშლიდა.

საკუთარი ბიზნესის წამოწყებაზე ოცნება ჰელენას არ დაუკარგავს, თუმცა დროებით გადადო, სანამ ზლატანი ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოკიდებს.

ხოლო, რაც შეეხება პრესის მხრიდან ყურადღებას, მას ზედმეტი ყურადღება არ სიამოვნებს.

"მილანში ცხოვრების დროს ძალიან რთული იყო, რადგან ჩემ მიმართ ძალიან დიდი ყურადღება იყო მომართული, ახლა კი თავისუფლად შემიძლია საყიდლებზე წავიდე და არავინ მცნობს", - აღიარებს ჰელენა.

ახლა იბრაჰიმოვიჩის ოჯახში ორი შვილია და კვლავ აპირებენ გადაბარგებას. ჰელენს კი კვლავ მოუხდება თავისი ოცნების გადადება, რადგან როგორც ჩანს, ზლატანი ამერიკული კარიერის შემდეგ ლა ლიგაში აპირებს დაბრუნებას.

იხილეთ ფოტოგალერეა

როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
თბილისში მატჩზე ან სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად მოგზაურობა: სად ვიქირაოთ ბინა და როგორ დავზოგოთ საცხოვრებელზე
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
დავითაშვილის 68 წუთი - "სენტ-ეტიენი" სტუმრად "გენგამთან" განადგურდა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უდინეზე" "რომასთან" დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
დემეტრაშვილმა აბუ-დაბის გრანდ სლემზე ოქროს, ინანეიშვილმა კი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გამყრელიძემ მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
დაუჯერებელია! - რომელი სპორტით არის დაკავებული ეს ქერა ლამაზმანი? [PHOTO]
ნეიმარი პსჟ-ის მატჩს არ დაესწრო და თურმე ბარსელონაში ერთობოდა [PHOTO]
იბრაჰიმოვიჩი: აშშ-ს მუნდიალის მოგება შეუძლია
"მილანის" ყოფილმა ფეხბურთელმა ცოლს ხელი ტუალეტში სთხოვა [PHOTO]
"ლომებმაც კი იციან, ნადირობა როდის მთავრდება" - იბრაჰიმოვიჩმა რონალდო გააკრიტიკა
პსჟ-ის ვარსკვლავის ცოლმა შიშველი ფოტო გამოაქვეყნა და ფანები გააოგნა [PHOTO]
ზლატან იბრაჰიმოვიჩმა თავისი საფეხბურთო კერპი დაასახელა
მაურო იკარდიმ ვანდა ნარას დაბადების დღეზე უჩვეულო საჩუქარი გაუკეთა [PHOTO]
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
ბრაზილიელი ფანის მკერდმა კომენტატორს საუბრის უნარი დააკარგვინა [VIDEO]
"მილანში" გადმოსვლისას ზლატანმა ეს სიტყვები მითხრა" - Dazn-მა მენიოზე დოკუმენტური ფილმი გადაიღო