20 წლის ჩოგბურთელი სუზანა ჯოვანარდი "მის იტალია 2019" გახდა.
ჯოვანარდი ჩოგბურთში დიდი პოპულარობით ვერ გამოირჩევა და არც რაიმე წარმატებისთვის მიუღწევია. ის ძირითადად ITF-ის ტურნირებზე ასპარეზობს და კარიერის განმავლობაში 1 625 დოლარი გამოიმუშავა.
ამიტომ ლამაზმანმა გადაწყვიტა, წარმატებისთვის სხვა გზით მიეღწია და მოდელობაც დაიწყო. 2019 წელს კი "მის იტალია" გახდა.