რუსული "მატჩ ტვ"-ის გენერალურმა პროდიუსერმა თინა კანდელაკმა მისი და ჟურნალისტ ვასილი უტკინის კონფლიქტზე გააკეთა კომენტარი.
"მე უტკინს ვპასუხობ, თუმცა მიმაჩნია, რომ ქალის შეურაცხყოფა უღირსი საქციელია. რატომღაც კაცები მიეჩვივნენ ამას და თითქოს ეს ნორმალურია და დაუშვებელი მასში არაფერია.
არცერთი კაცი არ ადგა და არ უთხრას მას ამის შესახებ. ამიტომ, ამ გარემოებაში თავის დაცვა მიწევს, სხვა გამოსავალი არაა.
მე მის მიმართ მხოლოდ 1 შეკითხვა მაქვს. უტკინს ძალიან ბევრი მეგობარი ჰყავს სპორტულ გამოცემებში. ერთ-ერთმა მათგანმა მაინც რატომ არ დააწყებინა მუშაობა", - თქვა კანდელაკმა.