"ლივერპული", "ბაიერნი","ლეიკერსი", "მერსედესი" და სხვა გუნდები ერთი ჯილდოსთვის იბრძოლებენ

AutoSharing Option
მსოფლიოს საუკეთესო გუნდის ლაურეატობის ჯილდოს ნომინანტები გამოცხადდნენ.

პრიზისთვის "ლივერპული" (ფეხბურთი), მიუნხენის "ბაიერნი" (ფეხბურთი), "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" (კალათბურთი), "მერსედესის" გუნდი (ფორმულა 1), "კანტას სიტი" (ამერიკული ფეხბურთი) და არგენტინის რაგბის ეროვნული გუნდები იბრძოლებენ. 

შეგახსენებთ, გასულ წელს ეს პრესტიჟული ჯილდო სამხრეთ აფრიკის რაგბის ეროვნულმა ნაკრებმა მიიღო. 

რაც შეეხება ინდივიდუალური ლაურეატის ჯილდოს, ნომინანტები არიან: რობერტ ლევანდოვსკი ("ბაიერნი"), რაფაელ ნადალი, ლებრონ ჯეიმსი ("ლეიკერსი"), ლუის ჰამილტონი (ფორმულა 1), არმან დუპრანტისი და ჯოშუა ჩეპტეგეი.

მომზადებულია sports-ის მიხედვით


მკითხველის კომენტარები / 2 /
ბოდიში გამომრჩა. გუნდების ნომინაციაში კაზას სიტი "ჩიფსი"-ა დასახელებული და საკვირველია რატომ. იანვრის ბოლო კვირას გამართულ სუპერბოულში სწორედ კანზას სიტი დაამარცხა ტომ ბრეიდის ტამპა ბეიმ და ამერიკული ფეხბურთის ყველა დროის რეკორდი დაამყარა. უმაღლესი დონის პროფესიონალი სპორტსმენი და უაღრესად თავმდაბალი პიროვნება რომელიც სათანადოდ არაა გაპიარებული ამერიკის გარეთ.
emigranti
02:54 25-02-2021
0
ინდივიდუალური ჯილდოს ფავორიტი ტომ ბრეიდი უნდა იყოს. ამერიკული ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ წელსაც მოიგო სუპერბოული და ჯამში უფრო მეტი გამარჯვება დაუგროვდა რაც ამერიკული ფეხბურთის ლიგი 28 გუნდს ერთად არა აქვს მოპოვებული. ეს სპორტის იმ სახეობაში, სადაც ტრავმიანობის პროცენტული მაჩვენებელი უმაღლესია.
emigranti
02:46 25-02-2021
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული