ბაკურიანის მსოფლიო თასის ეტაპებამდე 1 დღე რჩება

26, 27 და 28 თებერვალს, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით, სკი-კროსის მსოფლიო თასის ეტაპი გაიმართება, 3,4 და 5 მარტს კი - სნოუბორდ კროსის. ამასთან დაკავშირებით ბაკურიანში საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიამ, სათხილამურო ფედერაციამ და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ პრესკონფერენცია გამართეს, რომელშიც FIS-ის წარმომადგენლებმაც მიიღეს მონაწილეობა.

ორივე ეტაპისთვის სპორტსმენების რეგისტრაცია დასრულებულია. წელს ბაკურიანს 134 უცხოელი სპორტსმენი ეწვევა 15 ქვეყნიდან (იაპონია, აშშ, ბრიტანეთი, ესპანეთი, საფრანგეთი, იტალია, ჩეხეთი, გერმანია, კანადა, ჰოლანდია, შვეიცარია, სამხრეთი კორეა, ავსტრია, ავსტრალია, არგენტინა).

წლევანდელი შეჯიბრება განსაკუთრებული იქნება, რადგან ისტორიაში პირველად და თანაც საქართველოში, სკი კროსის შერეული ნაკრების გუნდური შეჯიბრება ჩატარდება. სკი-ქროსის შერეული ნაკრების შეჯიბრებაში მონაწილეობენ თითო გუნდიდან 1 გოგო და 1 ბიჭი ტრასაზე.

არანაკლებ სანახაობრივი იქნება სნოუბორდ კროსის შეჯიბრება, სადაც ასევე 4 სპორტსმენი ერთდროულად აიღებს სტარტს და ფინიშის ხაზის უმოკლეს დროში გადაკვეთას ეცდება.

თვეზე მეტია, ბაკურიანში სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლების და მთის კურორტების განვითარების კომპანიის ჩართულობით, მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ხდება ტრასების აშენება, გაწმენდა და ხელოვნური გათოვლიანება. ბაკურიანში უკვე იმყოფებიან უცხოელი სპორტსმენები და FIS-ის დელეგატები. მათი მეთვალყურეობით ხდება ტრასის ფინალური ინსპექტირება.

"ხვალინდელი შეჯიბრებისთვის ყველაფერი უკვე მზად არის. ძალიან დიდი სამუშაო გასწიეს ჩვენი ფედერაციის გუნდის წევრებმა და მთის კურორტების განვითარების კომპანიის წარმომადგენლებმა. დიდი მადლობა მათ თავდაუზოგავი შრომისთვის, ყველა მოხალისეს და საორგანიზაციო ჯგუფის წევრს, რომელთა დახმარების გარეშე ასეთი მნიშვნელოვანი საქმე ვერ გაკეთდებოდა. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფედერაციის მუდმივ მხარდამჭერს, კომპანია "სილქნეტს", რომელიც პირველი ნაბიჯებიდან გვერდში გვიდგას და უდიდესი წვლილი შეაქვს მთის განვითარებისთვის", - ზურაბ კოსტავა, საქართველოს სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტი.

წლევანდელ მნიშვნელოვან და სანახაობრივ ღონისძიებებზე გულშემატკივრები და ამ სპორტის მოყვარულები დასწრებას ვერ შეძლებენ. ყველა ღონისძიება FIS-ის მიერ შემუშავებული COVID-19-ის პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდება.

"საქართველო ძალიან კარგად მომზადებული დაგვხვდა როგორც საორგანიზაციო კუთხით, ასევე კოვიდ 19-ის რეგულაციების თვალსაზრისით. ყველა ჩვენი რეკომენდაცია ზედმიწევნით კარგად სრულდება. მონაწილეებს უტარდებათ PCR ტესტირება, დაცულია ყველა ის წესი, რომელთა მიხედვითაც ჩვენ ამ რთულ პერიოდში ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში მსგავსი შეჯიბრებები ჩავატარეთ. ვგულშემატკივრობთ საქართველოს და წარმატებას ვუსურვებთ მსოფლიო ჩემპიონატამდე მიმავალ გზაზე. ჩვენ ქართველ კოლეგებთან ერთად ძალიან კომფორტულად და ეფექტიანად ვმუშაობთ და შედეგებიც შესაბამისად გვახარებს", - განაცხადა კლაუს ვალდნერმა, კროსის საშეჯიბრო ხელმძღვანელმა (FIS).

R

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
ალისონი საერთოდ აღარ აპირებს "ლივერპულიდან" წასვლას - როგორია მამარდაშვილის სიტუაცია?
უნგრეთი თბილისში შეიძლება მთავარი ლიდერის გარეშე ჩამოვიდეს
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
ტრავმირებული ნოიერი ოპტიმისტურადაა განწყობილი
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
იაშვილი: ხვიჩას ჩამოსვლა? რატომ "მესხზე"
"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
[VIDEO] "ბარსელონამ" "ატლეტიკოს" თამაში შემოუტრიალა
90 წუთი, რომლის გადასადებადაც ფეხბურთელი "მოკლეს"
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა