დელე ალიმ გვარდიოლას შვილთან რომანი გააბა

AutoSharing Option
The Sun-ის ინფორმაციით, "მანჩესტერ სიტის" მთავარი მწვრთნელის, პეპ გვარდიოლას 20 წლის ქალიშვილ მარიასა და "ტოტენჰემ ჰოთსპურის" ნახევარმცველ დელე ალის რომანი აქვთ.

ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც გასულ კვირას წყვილი ლონდონში, ღამის კლუბ Cloud 9-ის ტერასაზე მსხდომი შენიშნეს. ისინი არც ცდილობდნენ სასიყვარულო ურთიერთობის დამალვას და ერთმანეთს კოცნიდნენ.

დელე ალი მოდელ რუბი მეის სულ ცოტა ხნის წინ დაშორდა.

20 წლის მარია სტუდენტი გახლავთ. როგორც გამოცემას გოგონას მეგობრებმა განუცხადეს, დელე და მარიამ უბრალოდ მეგობრები არიან.
მკითხველის კომენტარები / 10 /
გუშინ, დამატებულ 95-ე წუთზე ლივერპულის მეკარემ (ვიმეორებ-მეკარემ!) ალისონმა კუთხურიდან გაუტანა ვერტ ბრომვიჩს და ფაქტიურად განწირული გუნდი ოთხეულისთვის ბრძოლაში დატოვა. სასწაული დრამა იყო, როგორსაც ხშირად ვერ ნახავ. მეკარის მიერ ბოლო წამებზე გატანილი ბურთი, თან როგორი მნიშვნელობის! თქვენ კიდე ერთი სიტყვა არ გაქვთ ნახსენები ამ თამაშზე. სამაგიეროდ, დელე ალი ვის ღლის საღამოობით ეგ არ გამოგვაპაროთ, ძალიან გვაინტერესებს ფეხბურთის გულშემატკივრებს.
2
დელე ალის მალე ან სიტიში ვიხილავთ,ან ტრავმატოლოგიურში.
ბიკენტი
13:36 17-05-2021
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული