კომპიუტერული თამაშების პოპულარობა წლიდან წლამდე რეკორდულად იზრდება. სტატისტიკის თანახმად, გეიმერების რაოდენობა 2021 წლის ბოლოს 2.8 მილიარდი იქნება, საერთო რაოდენობიდან კი 2.5 მილიარდი თამაშისთვის მობილურ ტელეფონს იყენებს. უახლესი მონაცემების მიხედვით, გეიმერების 51% ქალია, 49% კი - კაცი. რაც შეეხება თამაშის ინტენსივობას, გეიმერების უმეტესობა ყოველდღიურად თამაშობს, რასაც, საშუალოდ, 1 საათს უთმობს. გასული წლის განმავლობაში ყველაზე პოპულარული მობილური თამაში იყო Among Us, რომელსაც რამდენიმე ასეული მილიონი ჩამოწერა ჰქონდა როგორც ანდროიდ, ისე iOS სისტემაზე.
გეიმერები მობილური თამაშებისთვის სპეციალურად არჩევენ სმარტფონებსაც, რადგან ყველა მოწყობილობა ვერ
თანამედროვე გეიმერები მობილური ტელეფონის შერჩევისას ყურადღებას შემდეგ მონაცემებს აქცევენ:
პროცესორი
ეს უპირველესია, რასაც ყურადღება უნდა მიაქციოთ. თამაშის დროს მოწყობილობას სჭირდება სისწრაფე, რასაც პროცესორი განსაზღვრას. რაც მეტია პროცესორის სიჩქარე, მით სწრაფია სმარტფონი. სასურველია მოწყობილობაში Octa-Core პროცესორი იყოს ინტეგრირებული. მაგალითად, უკანასკნელ პერიოდში გეიმერებში ძალიან პოპულარული გახდა Oukitel WP8 Pro. მისი MediaTel MT6762D იყენებს ეფექტურ 12 nm ბარათს, რომელიც ელემენტის მუშაობასაც ახანგრძლივებს.
გაგრილების სისტემა
თუ სმარტფონით თამაში გიყვართ, გეცოდინებათ, რომ ინტენსიური თამაში მოწყობილობის გადახურებას იწვევს. ამიტომ აუცილებელია, რომ სმარტფონის შეძენამდე კარგად გაარკვიოთ, თუ რამდენად ძლიერი გაგრილების სისტემა აქვს მას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გადახურება გარდაუვალია, რაც თამაშის ტემპს შეანელებს და შეიძლება "გაჭედოს" კიდეც.
ელემენტის მოცულობა და მისი დამუხტვის სიჩქარე
თუ ინტენსიურად თამაშს აპირებთ, არავითარ შემთხვევაში არ იყიდოთ დაბალი მოცულობის ელემენტიანი სმარტფონი. ეს თქვენს სიამოვნებას მნიშვნელოვნად შეუშლის ხელს. გახსოვდეთ, რომ თამაშების მაღალი რეზოლუცია ელემენტისთვის დამატებითი დატვირთვაა. სწორედ ამიტომ ელემენტის მოცულობა მინიმუმ 4 500 mAh უნდა იყოს. სასურველია თუ 5 000 mAh-იც იქნება. დღეს ქართულ ბაზარზე ყველაზე ძლიერი ელემენტით "ოკიტელის" ბრენდის სმარტფონებია ხელმისაწვდომი. ის ელემენტების წარმოების ტექნოლოგიით მსოფლიოში მოწინავე ადგილს იკავებს, რადგან "ოკიტელი" ადრე ელემენტების ქარხანა იყო, განვითარების შემდეგ ეტაპზე კი სმარტფონების წარმოება დაიწყეს და საკუთარი სმარტფონებისთვის თანამედროვე და ყველაზე მძლავრი ელემენტები გამოიყენეს. მისი ერთ-ერთი პოპულარული მოდელის Oukitel WP8 Pro-ს ელემენტის მოცულობა 5 000 mAh-ია.
ეკრანის რეზოლუცია
არ იფიქროთ, რომ ეკრანის რეზოლუცია გეიმერებისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანია. მაღალი დონის გრაფიკული თამაშის სრულად აღსაქმელად მაღალი ხარისხის ეკრანიც დაგჭირდებათ. 6-6,5-ინჩიანი HD ეკრანი საუკეთესო არჩევანია. ეცადეთ, ეკრანის კორპუსთან თანაფარდობა მაღალი (90%) იყოს. რაც უფრო მგრძნობიარე სენსორი იქნება, მით მეტ სიამოვნებას მიიღებთ თამაშით.
გამძლეობა
სისტემურ სიძლიერესთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური გამძლეობაც. მნიშვნელოვანია სმარტფონი იყოს წყალგამძლე. წყალგამძლე უნდა იყოს მისი USB პორტიც, დინამიკიც, ყურსასმენი დოკიც და ღილაკებიც. ასევე სასურველია, ტელეფონი იყოს მტვერგამძლე და დარტყმაგამძლე.
უკანასკნელ პერიოდში გეიმერები სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით არჩევენ მოწყობილობას. თუ თქვენც ახალი სმარტფონის ყიდვას აპირებთ, მაშინ წინასწარ ზუსტად მოიფიქრეთ, რა მიზნითა თუ დატვირთვით გამოიყენებთ მას და შესაბამისი მონაცემების მიხედვით შეარჩიეთ თქვენი მომავალი ტელეფონი.
სისტემურ სიძლიერესთან ერთად, მნიშვნელოვანია ფიზიკური გამძლეობაც. მნიშვნელოვანია სმარტფონი იყოს წყალგამძლე. წყალგამძლე უნდა იყოს მისი USB პორტიც, დინამიკიც, ყურსასმენი დოკიც და ღილაკებიც. ასევე სასურველია, ტელეფონი იყოს მტვერგამძლე და დარტყმაგამძლე.
უკანასკნელ პერიოდში გეიმერები სწორედ აღნიშნული კრიტერიუმების მიხედვით არჩევენ მოწყობილობას. თუ თქვენც ახალი სმარტფონის ყიდვას აპირებთ, მაშინ წინასწარ ზუსტად მოიფიქრეთ, რა მიზნითა თუ დატვირთვით გამოიყენებთ მას და შესაბამისი მონაცემების მიხედვით შეარჩიეთ თქვენი მომავალი ტელეფონი.