როგორ შევინარჩუნოთ მოტივაცია ვარჯიშის დროს

AutoSharing Option
ზოგადად თქმულა, ყველაზე რთული წამოწყებააო, რაღაც მხრივ, სიმართლეცაა, თანაც თუ ეს ყველაფერი ვარჯიშს, ამ შემთხვევაში კი ფიტნესს ეხება. ოდესმე წამოგიწყიათ ვარჯიში და მალევე მიგიტოვებიათ? თუ ამ შეკითხვაზე თქვენი პასუხი დადებითია, მაშინ იცოდეთ, რომ მარტო არ ხართ. უამრავი ადამიანისთვის მოტივაციის ნაკლებობა გადაულახავი ბარიერია, ხშირად ცხოვრებისეული პრობლემები წინა პლანზე გამოდის და დანარჩენი ყველაფერი უკან მიიწევს, ეს ყველაფერი ასე რომ არ მოხდეს გთავაზობთ 6 რჩევას, რათა არ დაკარგოთ მოტივაცია.

საფეხურები:

დაისახეთ მიზანი. მიზანდასახული ადამიანი ყველაზე ძლიერია. იფიქრეეთ თქვენს მიზნებზე და შესრულების პროცესში შეამჩნევთ,
რომ თქვენი გეგმები ნელ-ნელა შორეულ პერსპექტივებს უტოლდება და მზად ხართ მის ასასრულებლად ყველაფერი გააკეთოთ. გახსოვდეთ, რომ დასახული მიზნის შესრულება მარტივი სულაც არაა, თუმცა გამოწვევის დაძლევის შემთხვევაში სასიამოვნო გრძნობა დაგეუფლებათ. მაგალითადაც, თავდაპირველად კვირაში 5 დღე 10 წუთის განმავლობაში ისეირნეთ, ორგანიზმისთვის პატარ-პატარა დატვირთვასაც კი სარგებელი მოაქვს, გარკვეული პერიოდის შემდეგ სეირნობის დრო 30 წუთით გაზარდეთ, შორეული სამიზნე კი 5 კილომეტრიანი დისტანციის დაფარვა იყოს.

მიიღეთ ისე როგორც გართობა. კარგად დაფიქრდით და გადაწყვიტეთ, რომელი სპორტის სახეობა მოგწონთ, შემდეგ რუტინა შეცვალეთ, რათა აქტივობა მეტად საინტერესო გახდეს, სცადეთ იყოთ მრავალფეროვანი, მაგალითად, შეუერთდით სოციალურ ქსელში ჯანმრთელობის შესახებ ჯგუფებს. თუ სახლში ვარჯიში მოგწონთ გამოიყენეთ ონლაინ ვიდეოები, რომელშიც კომპეტენტური პირები გასწავლიან იოგას, გავარჯიშებენ კონკრეტული მიზნით ან დაკავდით კიკბოქსინგით. დაიმახსოვრეთ, ვარჯიში მოსაწყენი არ უნდა იყოს.

აქციეთ ფიზიკური აქტივობა შენი ყოველდღიური რუტინის ნაწილად. თუ ვარჯიშისთვის დროის გამონახვა გიჭირთ, წინასწარ დაგეგმეთ თქვენი დღის განრიგი. ფიზიკური დატვირთვის ჩანაცვლება მარტივად შეგიძლიათ ფეხით სიარულით, მაგალითად, ლიფტით სარგებლობის კიბეებით ისარგებლეთ, სამსახურში შესვენებისას გაისეირნეთ.თუ სახლიდან მუშაობთ შეეცადეთ დიდხანს ერთსა და იმავე მდგომარეობაში არ იჯდეთ, გარკვეულ პერიოდში ერთხელ გააკეთეთ ფეხის გაჭიმვები, თუ სახლში ძაღლი გყავთ გაასეირნეთ ან გამოიყენეთ ველოსიპედი. კვლევებმა აჩვენა, რომ ხანგძლივმა ჯდომამ შესაძლოა თქვენზე უარყოფითად იმოქმედოს. გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული