როგორ გაიცნეს ერთმანეთი ფრანჩესკო ტოტიმ და ილარი ბლაზიმ [PHOTO]

AutoSharing Option
ფოტო
იტალიური "რომას" თავდამსხმელის, ფრანჩესკო ტოტის ცოლი ცნობილი მოდელი, მსახიობი და ტელეწამყვანი ილარი ბლაზია.

ფეხბურთელმა და ლამაზმანმა ერთმანეთი რომის ერთ-ერთ ღამის კლუბში, დისკოთეკაზე გაიცნეს. წყვილი 2005 წელს დაქორწინდა, ჯვრისწერის ცერემონიალს კი პირდაპირ ეთერში ტელეარხი Sky Tg 24 გადასცემდა.

სხვათა შორის, ფრანჩესკომ და ილარიმ ტელეტრანსლაციის უფლების გაყიდვიდან მიღებული თანხა უსახლკარო ძაღლებისთვის განკუთვნილ თავშესაფარს გადაურიცხეს.

სანამ ტოტის თავბრუს დაახვევდა, მომაჯადოებელი ილარი ტელეეკრანებზე 19 წლისა, ერთ-ერთ შოუში გამოჩნ
და. საქვეყნო აღიარება კი მას ეროტიკულმა ფოტოსესიამ მოუტანა, რომელიც მამაკაცებისთვის განკუთვნილ ერთ-ერთ იტალიურ ჟურნალში გამოქვეყნდა.

ამჟამად ილარისა და ფრანჩესკოს ქალ-ვაჟი ჰყავთ, თუმცა ფეხბურთელს ოთხი შვილის ყოლა აუჩემებია და ამას ღიადაც აცხადებს. წესით, ტოტის ამ მიზნის მიღწევაში ხელს არაფერი უნდა უშლიდეს...

Sportall.Ge

Sportall.Ge
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეხ გოგოებო თქვენ ვინახართ ვინც არ გიცნობთ))
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული