თუ ფეხბურთის მსაჯს მოთამაშის გაფრთხილება სურს, ის მას ყვითელ ბარათს უჩვენებს.

ზედმეტად უხეში თამაშისთვის კი დამნაშავეს წითელ ბარათს წარუდგენენ, რის შემდეგაც წესების დამრღვევი იძულებულია, მოედანი დატოვოს. ერთი მოთამაშისთვის მიცემული ორი ყვითელი ბარათი ავტომატურად წითელ ბარათად გადაიქცევა. ეს ნებისმიერმა ქომაგმა კარგად იცის. თუმცა ფეხბურთში ეს ბარათები არცთუ ისე დიდი ხანია - 50 წელზე ნაკლები წლის წინ გამოჩნდა.

აქამდე კი მსაჯები წესების დამრღვევებს სიტყვიერად აფრთხილებდნენ. ამას კი ხშირად სხვადასხვა კურიოზი მოჰყვებოდა.

მაგალითად, 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, მეოთხედფინალში ერთმანეთს ინგლისისა და არგენტინის გუნდები შეხვდნენ. მატჩის მსაჯი გახლდათ გერმანელი რუდოლფ კრაიტლიანი, რომელმაც მშობლიური ენის გარდა, სხვა არ იცოდა. თამაში უხეშად მიმდინარეობდა, მოედანზე გამუდმებით იქმნებოდა კონფლიქტი და როცა კრაიტლიანმა მოედნიდან არგენტინის ნაკრების კაპიტნის, ანტონიო რატინას გაძევება გადაწყვიტა, მან თავი ისე მოაჩვენა, რომ თითქოს არ ესმოდა მსაჯის ნათქვამი.

დასახმარებლად ინგლისელ მსაჯს, კენ ასტონს მიმართეს. მან დიდი ძალისხმევის შედეგად მოახერხა არგენტინელის დარწმუნება, რომ მოედანი უნდა დაეტოვებინა. ამ ეპიზოდის შემდეგ ასტონი დაფიქრდა იმაზე, რომ ცუდი არ იქნებოდა, თუ ფეხბურთში რაიმე სახის აქსესუარს შემოიტანდნენ, რომლის დახმარებითაც მსაჯი შეძლებდა წესების დამრღვევი ფეხბურთელისთვის გაფრთხილება ან გაძევება ენიშნებინა.

გარკვეული დროის შემდეგ ავტომობილით მოძრავი ასტონი შუქნიშნის წინ გაჩერდა და თავში ერთი იდეა მოუვიდა: რატომ არ შეიძლებოდა ფეხბურთში ყვითელი და წითელი ფერის ბარათები შემოეღოთ? ყვითელ ბარათს ფეხბურთელს გაფრთხილებისთვის გადასცემდნენ, წითელს კი - გაძევებისთვის. ფეხბურთის მოხელეებმა ასტონის წინადადება გონივრულად მიიჩნიეს. უკვე 1970 წელს მექსიკაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე, წესების დარღვევას მსაჯები ფეხბურთელებს ბარათებით ამცნობდნენ.

პირველი ყვითელი ბარათი მატჩის გახსნისთანავე გამოიყენეს, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრები ტურნირის მასპინძელ მექსიკის ნაკრებს შეხვდა.

საბჭოთა ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი კახი ასათიანი კი ისტორიაში შევიდა: გერმანელმა მსაჯმა კურტ ჩენშერმა სწორედ მას მიანიჭა პირველი ყვითელი ბარათი.

2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსმა მსაჯმა ვალენტინ ივანოვმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა: 1/8-ფინალში ჰოლანდიისა და პორტუგალიის გუნდებს შორის გამართულ მატჩზე, მან ფეხბურთელებს 16 ყვითელი და 4 წითელი ბარათი უჩვენა.

ახლა ფეხბურთში კიდევ ერთი, მწვანე ბარათის შემოღება განიხილება. ამჯერად მისი მეშვეობით მოთამაშეებს არ დასჯიან, არამედ პირიქით - შეაქებენ.

ბარათი იმ შემთხვევაში გადაეცემა, თუ ფეხბურთელი რაიმე სახის ჯენტლმენურ ქმედებას გამოავლენს.

ექსპერიმენტებს უკვე ატარებენ. პირველი მოთამაშე კი, რომელსაც მწვანე ბარათი გადაეცა, იტალიური კლუბის, "ვიჩენცის" ფეხბურთელი კრისტიან გალანო გახდა. გასული წლის შემოდგომაზე "ვირტუს ენტელა"-"ვიჩენცის" მატჩზე მსაჯმა "ვირტუსის" კარში კუთხური დანიშნა.

გალანე მსაჯთან მივიდა და უთხრა, რომ მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეები ბურთს არ შეხებიან. მწვანე ბარათი სწორედ მას მიანიჭეს.

ავტორი: ანა ვერძაძე

გიოშა
2006 წლის 27 მაისს ახალი ზელანდიის საფეხბურთო ნაკრებმა ევროპაში პირველი გამრჯბება იზეიმა.აქაც ქართველებმა "ვისახელეთ"თავი.ასევე რამოდენი წლის წინ ფარერების ერთერთ გუნდს მოგება არ ქონდა ევროტურნირების საკვალიფიკაციო რაუნდში და მოიგო.ამ ამბავს როგორ შეიძლებოდა ჩაევლო უჩვენოდ?ფარერების გუნდმა თბილისის დინამოსთან დაპირისპირებაში იზეიმა ევროთასებზე პირველი ისტორიული გამარჯვება!
halagaji
პირველ ყვითელს ქართველი მიიღებდა აბა რაა სულაც არ მიკვირს, მაგრამ ღმერთმა აცხონოს კახი ასათიანი, ძალიან მაგარი კაცი იყო,ულამაზესი კაცი ყველანაირად. როგორ მოკლეს ამ ბანდიტებმა და როგორ არ გამოიძიეს ამ ფარჩაკებმა. ეხხ რა მახინჯი ქვეყანა ვართ დაწყევლილი,ქურდების და გარყვნილების ქვეყანა,ღალატი და დაუნდობლობა საუკუნეებია ანგრევს ამ მიწას და ალბათ ვეღარ გაუძლებს და გავქრებით საბოლოოდ((
Giorgi
ტყუილი იქნება ეგ, სომხებს ვერ დაასწრებდა ვერავინ. :))))
jondo
"უთხრა, რომ გუნდის ფეხბურთელები მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშეების ბურთს არ შეხებიან." --- რაიო რაიოო?
ნუგზარი და ემზარი
ჯერემი?
gio
ვიჩენცი არა ვიჩენცა.რატინა არა რატინი
ვეტერანი
სწორედ ეს წესია მთელ სანახაობას, რომ აფუჭებს:მეკარეს უნდა აუკრძალო ბურთის დაჭერა საერთოდ, მხოლოდ მოგერიება 1 ან 2 ხელით, თანაც მარტო მეკარის მოედანში. მაშინ ნახეთ სანახაობა. აბა კიდევ უფრო თამამად გამოუშვით "კარგი" წესები.
ბადრი
მაგალითად, თავის მეკარისკენ ბურთის დაბრუნება
ვეტერანი
ფიფა-ს ფანებო გამორთეთ ცენზურა და დაასახელეთ ერთი ვარგისი წესი თუ თამაშის გაგებაში ხართ საერთოდ.
ზვიადი
ჰოლანდია-პორტუგალია იყო
giorgi
Actor shemtxvevit eg 2006 wels portugalia inglisi xo AR iyo? :)
bero
აბა ერთი ღრმად ამაისუნთქე. ამოისუნტქე? მაშინ ........გადაახტი უკვე? ძალიან კარგი!!!
ვეტერანი
არასამართლიანი წესია. ცხოვრებაში გადმოვიტანოთ ეს წესი, მივიღებთ კომიკურ სიტუაციას: მიდიხართ ქუჩაში ვიღაცას ქუჩაში ყურის ძირში უთავაზეთ, მოვარდა პატრული გიჩვენათ ყვითელი ბარათი. დღეს თუ კიდევ ვინმეს უთავაზებ სახლში წახვალ და ხვალ სახლიდან ვერ გამოხვალ. თუ პაღურს ამოარტყამ პირდაპირ სახლში და ა.შ.... ხომ მარაზმია, ასეთი უვარგისია ყველაფერი რაც ფიფა-ს წესებშია და რაც მთავარია ამ მარაზმს დიდი "სიამოვნებით" შევექცევით მილიარდობით გულშემატკივარი.
ზ
სხვათაშორის პირველი ცისარტყელა ბარათიც ქართველმა კაშიამ მიიღო
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
7-კაცამ ალგარვეში მხოლოდ ფინალი დათმო
7-ქალა მაკარსკაში მეექვსე ადგილს დასჯერდა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - იაპონია
შენგელიას 12 ქულა და "ბარსა" ნახევარფინალშია, სადაც შერმადინის "ტენერიფეს" შეხვდება
"მგონია, რომ ამნეზიით იტანჯებიან" - მბაპე გაკვირვებულია
7-ქალამ ალაფა ორი მოგებით გახსნა
ლევან კორღალიძემ "დილა" დატოვა
ნიკა ამაშუკელი - სამი კვირით არგენტინაში
საბა ხარებაშვილი 19-წლამდელებს შეუერთდება
ფლიკი იაკობიშვილს პერსპექტიულ მეკარედ თვლის - დარჩება "ბარსელონაში"?
მერკვილაძის 15 ქულა ფინალური სერიის პირველ მატჩში
ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
"ბეშიქთაში", რომელსაც დავითაშვილს უკავშირებენ, იტალიანოს ჩააბარეს
FIFA-მ მსოფლიო ჩემპიონატზე ვუვუზელას გამოყენება აკრძალა
პრეზიდენტმა იბრაჰიმოვიჩის ვარიანტი დაბლოკა - "მილანს" სავარაუდოდ, გლასნერს ჩააბარებენ
"ფიორენტინამ" ვანოლი გაუშვა და მალე გროსოს დანიშნავს
საშინაო შეხვედრებს არ დაესწრებიან - "ლაციოს" ფანებმა საყვარელ კლუბს ბოიკოტი გამოუცხადეს
"ჯანდაბას ფული" - სლუცკი თმახუჭუჭა ვერ გახდა
ვლაჰოვიჩი "იუვენტუსს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
ოფიციალურად: "აიაქსს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
გვატემალაში ფეხბურთელმა არბიტრს წითელი ბარათის გამო სცემა [VIDEO]
ჟინოლა მაგარი კაცია, მოვიდა და დამაწყნარა - რატომ წავიდა გია გურული ნაკრებიდან?
იყო თუ არა კრიშტიანო რონალდო გასაძევებელი "ვალენსიასთან" მატჩში? [VIDEO]
ქართველები ევროპის ჩემპიონატებზე - იყო დრო, ჩემპიონებიც გვყავდა და ვიცეჩემპიონებიც!
მანუჩარ მაჩაიძე: დიდ გუნდებშიც ასეა, მწვრთნელი პედაგოგი უნდა იყოს...