რითი განსხვავდება სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ერთი და იმავე ბრენდის ლუდი

AutoSharing Option
ალკოჰოლურ სასმელებს შორის ლუდის რეცეპტი ყველაზე ძველია მსოფლიოში. ლუდის სამშობლოს სტატუსს დღეს ბევრ ქვეყანას მიაწერენ ხოლმე, თუმცა რეალურად მას კონკრეტული სამშობლო არ გააჩნია. ეს არომატული და ბევრისთვის საყვარელი სასმელი ყველა კონტინენტზე, მრავალი ერის კულტურასა და ტრადიციებში გვხვდება, თუმცა სულ სხვადასხვა ფორმით. წარმოების რეცეპტურა განსხვავდება არა მხოლოდ კონტინენტების, არამედ ქვეყნების მიხედვითაც. ლუდის განსაკუთრებული მოყვარულები კი გემოს მიხედვითაც არჩევენ, გერმანულია ის, ჰოლანდიური, ჩეხური თუ კიდევ სხვა რომელიმე ქვეყნის ნაწარმია.

ლუდის შერჩევის დროს პირველი კრიტერიუმი ყოველთვის არის მისი ტიპი, ლაგერია, პილსნერი თუ სხვა.
ამის შემდეგ კი მთავარი ფაქტორი ლუდის მწარმოებელი ქვეყანაა. დღეისათვის ლუდის მწარმოებელი საუკეთესო ქვეყნების ჩამონათვალში მოწინავე ადგილებს იკავებს გერმანია, ჩეხეთი, ჰოლანდია, ბელგია. ლუდი განსაკუთრებით პოპულარულია საქართველოშიც და აქ უამრავი ქართული და უცხოური ბრენდის ლუდი იწარმოება საკმაოდ მაღალ დონეზე. ქვეყანაში ლუდის წარმოება წლების განმავლობაში იხვეწებოდა და ვითარდებოდა. თუმცა უცხოური ბრენდების, მაგალითად, გერმანული ან ჰოლანდიური ლუდის საქართველოში წარმოების დროს კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ერთი საკითხი – შესაძლებელია თუ არა კონკრეტული ლუდის საქართველოში ზუსტად ისე წარმოება, როგორც მის სამშობლოში ხდება და გემოვნური თვისებების 100%-ით შენარჩუნება?

Sportall.Ge

ამ კითხვაზე პასუხი მეტ-ნაკლებად სადავოა. არაქართული ლუდის მოყვარულები კი, როგორც წესი, იმ სასმელს ანიჭებენ უპირატესობას, რომელიც მის სამშობლოში იწარმოება და არა აქ, ადგილობრივად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ლუდის წარმოება მაღალ დონეზეა. რით განსხვავდება სამშობლოში და სხვა ქვეყანაში წარმოებული ერთი და იგივე ლუდი? ეს შემთხვევა ჰოლანდიური ლუდის, "გროლშის" მაგალითზე განვიხილოთ.

ინგრედიენტები

ეს მთავარია, რაც სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებულ ლუდს განასხვავებს. მაგალითად, "გროლშის" რეცეპტურა 400 წლის წინ შეიქმნა და დღემდე უცვლელად შეიცავს სვიის ორ სახეობას: ერთი მათგანს ახასიათებს სიმწარე, მეორეს - განსაკუთრებული არომატი, რომლებიც "გროლშს" გემოვნურ სიღრმეს სძენს. თავის დროზე ეს აღიარეს, როგორც თამამი, მსოფლიოსთვის გამორჩეული გემოს შექმნის ტრიუმფი. სწორედ ამიტომ აუცილებელია, რომ პროდუქტი იწარმოებოდეს მის სამშობლოში, ჰოლანდიური სვიით, რომელსაც საუკუნეების განმავლობაში იყენებენ.

საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაშიც შეიძლება აწარმოონ ლუდი იმავე რეცეპტურით, მაგრამ ის ვერასდროს იქნება "გროლში", რომელსაც ჰოლანდია ქმნის სწორედ ინგრედიენტების გამო. დიდი მნიშვნელობა აქვს წყალსაც. მიუხედავად იმისა, რომ ქართული წყალი გემრიელია და ბევრ ქვეყანაში აღიარებულიცაა, ჰოლანდიური ლუდის დასამზადებლად ჰოლანდიური წყალი უნდა გამოიყენებოდეს, რომ ზუსტი გემო მივიღოთ.

Sportall.Ge

ტრადიცია

"გროლშს" წარმოების 400-წლიანი ტრადიცია აქვს. წარმოების წესები და დეტალები კი ზედმიწევნით კარგად იციან მისმა ტექნოლოგებმა, წარმოებაში დასაქმებულმა ადამიანებმა. წარმოება მხოლოდ რეცეპტის ზუსტი დაცვა არაა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროცესში ჩართულნი იყვნენ სწორედ ის ადამიანები, რომლებიც ამას წლებია, აკეთებენ და წინამორბედების მიერ გაკეთებული საქმის შესახებაც კარგად იციან. როცა საქმე ახალი ბრენდის ლუდის შექმნასა და წარმოებას ეხება, შეიძლება სხვა რომელიმე ქვეყანამ შექმნას უკეთესი, ვიდრე ჰოლანდიამ. მაგრამ, როდესაც საქმე "გროლშს" ეხება, უბრალოდ შეუძლებელია სხვა რომელიმე ქვეყანამ ეს ჰოლანდიაზე უკეთ შეძლოს. სწორედ ამიტომ, ლუდის შერჩევისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რომ ის მის სამშობლოში იყოს წარმოებული.

ლუდის მწარმოებელი ქვეყნის გარკვევა კი ძალიან მარტივია მისი ეტიკეტის მიხედვით. ეტიკეტზე აუცილებლად არის მითითებული ინფორმაცია, თუ რომელ ქვეყანას ეკუთვნის ბრენდი და რომელ ქვეყანაშია წარმოებული კონკრეტული პროდუქტი. ასევე ყურადღება მიაქციეთ შტრიხკოდს, რომელიც ყველა ქვეყანას თავისი აქვს. ეტიკეტზე ქართულმა წარწერამ არ დაგაბნიოთ. იმპორტირებულ ლუდს ხშირ შემთხვევაში ეტიკეტი ქართულ ენაზე აქვს, რადგან ის სპეციალურად ქართული ბაზრისთვის იქმნება.
ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 18 /
იქნებ ვინმემ ამიხსნას, რა უნდა ამ სტატიას ამ საიტზე? ლუდის სმა, რა, სპორტის ახალი სახეობაა?
0
იცით რა მაინტერესებს. ჩვენთან ახალ გამოშვებული ლუდი რომ კარგია, გემრიელია, მერე დროთა განმავლობაში ისეთი გემრიელი აღარ არის, ეს მე მეჩვენება თუ დროის გასვლასთან ერთად ხარისხსს აღარ აქცევენ ყურადღებას?
რაგბის ფანი
21:02 07-12-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული