ოლიმპიზმი: ჯერ პარიზი, შემდეგ ლოს ანჯელესი... ან პირიქით

AutoSharing Option
გუშინ, შვეიცარიის ქალაქ ლოზანაში გაიმართა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რიგგარეშე სესია, რომელზეც ერთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. კერძოდ, ერთდროულად აირჩევენ 2024 და 2028 წლების ზაფხულის ოლიმპიადების მასპინძელ ქალაქებს, - ამის შესახებ დაწერა სააგენტო AFP-მ.

არჩევნები პერუს დედაქალაქ ლიმაში 13 სექტემბერს გაიმართება. 2024 წლის თამაშების მასპინძლობისთვის პარიზი და ლოს ანჯელესი იბრძოლებენ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის სესიაზე გამოიტანეს რამდენიმე პუნქტი, რომელიც დელეგატებმა ერთხმად მოიწონეს. ამ პუნქტების მიხედვით, იგეგმება სამმხრივი კომისიის შექმნა პარიზისა და ლოს ანჯელესის საორგანიზაციო კომიტეტების მონაწილეობით. ამ კომისიამ უნდა მიაღწიოს შეთანხმებას მასპინძლების ერთობლივ
არჩევაზე.

ლიმაში გასამართ სესიაზე გამოვლენ წინადადებით - 2024 წლის ოლიმპიადა მისცენ ერთ ქალაქს, 2028 წლისა - მეორეს. ამასთან, თუ სამმხრივი კომისიის შექმნა არ გამოვა ან თუ ის მოლაპარაკებას ვერ შეძლებს, სექტემბერში აირჩევენ მხოლოდ 2024 წლის ოლიმპიადის მასპინძელ ქალაქს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული