პარალიმპიელი არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდან აბდულა ჰაიაეი ლონდონში, ვარჯიშზე, ტრაგიკული ინციდენტისას დაიღუპა.
შუბის მტყორცნელი მსოფლიოს ჩემპიონატისთვის ემზადებოდა, რომელიც ბრიტანეთის დედაქალაქში 14-23 ივლისს გაიმართება.
36 წლის სპორტსმენს რკინის სვეტი დაეცა. ადგილზე მისულმა სასწრაფო დახმარებამ მძლეოსანი ვერ გადაარჩინა.