17 ქვეყანა 2018 წლის ოლიმპიადიდან რუსების მოკვეთას ითხოვს

AutoSharing Option
17 ქვეყნის ეროვნული ანტისადოპინგო სააგენტო გამოვიდა მოთხოვნით - ჩამოაშორონ რუსეთი სამხრეთ კორეის ქალაქ პიონჩანგში 2018 წლის ოლიმპიური თამაშებში მონაწილეობას.

ანტისადოპინგო სააგენტოების ხელმძღვანელებმა შესაბამისი მიმართვა გაუგზავნეს საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს, რომელშიც ითხოვენ - აეკრძალოთ რუს სპორტსმენებს 2018 წლის ზამთრის თამაშებში მონაწილეობა.

"ჩვენ ვდგავართ სერიოზული საფრთხის წინაშე - რამდენად "სუფთა" იქნება 2018 წლის ოლიმპიური თამაშები. ჯერ ბოლომდე გამოძიებული არ არის სამხილები რუსი სპორტსმენების მიერ სოჭის 2014 წლის ოლიმპიადაზე დოპინგის გამოყენებაზე, აგრეთვე, რუსი ოლიმპიელები არასაკმარისად მოწმდებოდნენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში", - წერია სააგენტოების განცხადებაში.

რუსეთის მოკვეთას ოლიმპიური თამაშებიდან შემდეგი ქვეყნები ითხოვენ: დიდი ბრიტანეთი, კანადა, აშშ, ავსტრია, ავსტრალია, დანია, ფინეთი, საფრანგეთი, გერმანია, ირლანდია, იაპონია, ჰოლანდია, ახალი ზელანდია, ნორვეგია, სინგაპური და შვედეთი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
რუსეთის ადგილი არ არის ცივილიზებული სპორტული ერების გვერდით. სრული ქაოსია რუსეთში, განუკითხაობა, კორუფცია, უკანონობა, ადამიანის უფლებების დარღვევა, სპორტსმენებზე ძალდაობა, სპრტსმენების მკვლელობები, გაუპატიურება. რუსი სპორტსმენები პუტინის რეჟიმის მძევლები არიან, მთავარია მედალი მოიპოვო, რუსეთის სპეცსამსახურები დაგეხმარებიან და ამისთვის ყველანაირ სიბინძურეს მიმართავენ, დოპინგი, მსაჯების მოსყიდვა, შანტაჟი.
ლუკა
01:14 15-09-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული