სკანდალი პარალიმპიზმში: შედეგისთვის დამოკლებული კიდურები

AutoSharing Option
სერიოზული სკანდალი შეიძლება აგორდეს პარალიმპიურ სპორტში.

ჩვეულებრივ, პარალიმპიურ სახეობებში არსებობს სპეციალური კომისია, რომელიც საზღვრავს - რომელ კატეგორიაში უნდა გამოვიდნენ სპორტსმენები.

BBC-ის ინფორმაციით, ბევრი ბრიტანელი სპორტსმენი ამ კომისიასთან გასვლის წინ ოპერატიული წესით იპატარავებდა კიდურებს საჭირო სიგრძემდე, რათა უფრო სუსტ კატეგორიაში გამოსვლის უფლება მიეღო - იქ, სადაც საერთოდ უხელო და უფეხო სპორტსმენები ასპარეზობენ.

გარდა ამისა, ზოგიერთი ბრიტანელი ტურნირებზე ინვალიდის ეტლით გამოდიოდა, არადა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მას არ იყენებს.

საერთაშორისო პარალიმპიური კომიტეტის პრესმდივანმა კრეიგ სპენსმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია სხვადასხვა ქვეყნის სპორტსმენთა მაქინაციის საქმეებს გამოიძიებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული