ამის შესახებ დადგენილება 22დეკემბერს გამართულმა საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის საანგარიშო სესიამ მიიღო.
ეს ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ქართული ანალოგია და მისი ჩატარების წინა თვეში გაიმართება. გახსნა-სახურვის საზეიმო ცერემონიალიც გაიმართება და აღლუმიც მოეწყობა ანუ მონაწილენი ჩვეულებრივ ჩაივლიან. მონაწილეთა ასაკიც იგივეა - 14-17 წლის მოზარდები იასპარეზებენ. გათამაშდება მედლების 130 კომპლექტი, მონაწილეთა რაოდენობა კი 1500-მდე იქნება.
ახალი ფესტივალის მიზანი სასკოლო
ახალ ფესტივალთან დაკავშირებით სეოკ-ის სესიაზე ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა ემზარ ზენაიშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ქვეყნის 2000-მდე სკოლაში არაა ან სიმბოლურადაა წარმოდგენილი სპორტული ბაზები, ინვენტარი, ხოლო სპორტში ბავშვთა მხოლოდ 8-10 პროცენტი მეცადინეობს, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელია. მისივე თქმით, ბავშვთა სპორტში არსებული სერიოზული პრობლემები პირდაპირ კავშირშია სტუდენტურ სპორტში შექმნილ კატასტროფულ მდგომარეობასთან. ზენაიშვილის ინფორმაციით, ქვეყნის სკოლების მასშტაბით ყოველწლიურად ტარდება 2000-მდე სპორტული ღონისძიება, თუმცა არც ერთი არაა სისტემური, მრავალსაფეხურიანი და რეგიონალური მნიშვნელობისა, ახლა კი ორგანიზატორებს მისი რეგიონალურ თამაშებად ქცევა სურთ.
პირველი ფესტივალის ფინალური ტურნირი თბილისში უნდა გაიმართოს და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკება დედაქალაქის შესაბამის სამსახურებთან, რათა დაეხმარონ ფესტივალის ორგანიზებაში. ჯერჯერობით დამფინანსებლის საკითხი გაურკვეველია, მაგრამ სეოკ-ის მიერ შესაბამის სამინისტროებთან, ხელისუფლებასთან მიღწეულიუა პრინციპული შეთანხმება თანამშრომლობისა და ფესტივალის ჩატარების შესახებ.