![რა მოხდა ევროპის ჩემპიონატზე - Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელს დასცინა [VIDEO]](images/new_photo/2018/AUG1-16/07/tornike.png)

ცნობილმა არხმა Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელ თორნიკე ონიკაშვილს დასცინა.

18 წლის ქართველი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა და კარგი გამოსვლა არ გამოუვიდა, მის ვიდეოს კი ცნობილმა სპორტულმა ტელევიზიამ შემდეგი სათაური გაუკეთა:

"არსებობს ცუდი ყვინთვა და არსებობს თორნიკე ონიკაშვილის ძალისხმევა. მას ამის უკან დაბრუნება არ მოუნდება".

ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხმარებლები წერენ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება და იმის მაგივრად, რომ სპორტსმენი უფრო მეტად მოტივირებული გახადონ, მას დასცინიან.

ონიკაშვილს ურჩევენ, რომ მან Eurosport-ს უჩივლოს.

ზოგიერთი მომხმარებელი ასევე აღნიშნავს, რომ სპორტის ეს სახეობა საქართველოში განვითარებული არ არის და ეს წარუმატებლობაც ამის ბრალია.

"ტვ პირველმა" თორნიკე ონიკაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ტექსტი, რომელიც Eurosport-მა ვიდეოს დაურთო, არის საკმაოდ უხეშად დაწერილი და არის ადამიანისთვის მოტივაციის დამგდები.

ბევრმა ადამიანმა ნახა ეს ვიდეო. ბოლოს რომ ვნახე, 60 000 ნახვაზე იყო ასული.

ვიდეოს აქვს ძალიან ბევრი გაზიარება და უმეტესად ქართველებისგან. ისინი კომენტარებში უცენზურო სიტყვებს იყენებენ და დამცინიან.

ეს ისეთი შემთხვევაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ სპორტსმენს მოუვიდეს და ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გაქვს", - აღნიშნა ონიკაშვილმა.

"ტვ პირველი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თორნიკე ონიკაშვილი Eurosport-ისთვის ჩივილს არ აპირებს.

ახალგაზრდა ქართველმა წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული ევროპის ჩემპიონატი შოტლანდიაში მიმდინარეობდა და ონიკაშვილმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ბოლოსწინა, 27-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო, 28-ე ადგილზე კი ასევე ქართველი, სანდრო მელიქიძე გავიდა.

Lasha
კაი ჯანდაბას ევროსპორტი… აი აქაური ვაჟკაცები, ცხოვრებაში ფასეული რომ არაფერი შეუქმნიათ და სავარაუდოდ არც არასდროს შექმნიან… გამოსულები და სპორტსმენებს დასცინიან… სამარცხვინოა რა… თორნიკემ კიდე ზუსტად აი ასეთ სამარცხვინოებს უნდა დაუმტკიცოს, რა სასაცილოები არიან თავიანთი ქილიკით. წარმატებები მას.
V
საღოლ :D :D :D
M
საგოლ, მაგარი იყო - დღის კომენტია! :)))))
მხედართმთავარი
აქ მხოლოდ შეშფოთებით ვერ შემოვიფარგლებით. სასწრაფოდ უნდა მოვთხოვოთ გაეროს მოიწვიოს უშიშროების საბჭო და დაგმოს ევროსპორტის ქმედება და დაუწესოს სანქციები. თუ მაინც გააგრძელეს საქართველოს მოქალაქის დაცინვა წყალში სელაპივით ტყაპუნის გამო მაშინ ჩემი აზრით საქართველომ ომი უნდა გამოუცხადოს ევროსპორტს და მათ ოფისში ჯარი შეიყვანოს
შოთა
ევროსპორტის ტუუუ...!!! წარმატებები მომავალში თორნიკეს.
qutaisi
ვახო,გეთანხმები ძამია რო ყველაფერი წინ აქ აბ ბიჭს,მარა...ერთი შეცდომა ყველას შეუძლია მოუვიდეს და ორჯერ რო ერთი და იგივე დაგემართება,ჯერ ივარჯშე,მოემზადე ფიზიკურად,მორალურად და კიდო ხო იქნება ევროპის ჩემპიონატი,ე მაშინ წადი ბიძიკო და სხვაზე უკეთესად თუ არა,იმნაირად ხო გადმოხტები....აბა ახლა შეიძლება ისე დაკოპლექსდეს,ხტუნაობას კი არა ბანაობასაც ქე დაანებოს თავი.
enlil
არ ეკადრებოდა ევროსპორტს ასეთი ცუდი კომენტარი. რატომ დასცინიან? დიდი ამბავი, თუ ცუდად ჩახტა. ვინმეს რამე დააკლდა ამით? საქართველოში უნდა ჩამოიყვანო მაგ კომენტარის ავტორ-მომწონებლები, დამშრალ ლაგუნა ვერეში ჩაახტუნო და მერე ნახავენ, როგორც უნდა წყალში ხტომა.........
petrekupry
რომ არ დეიხრჩვა და გამოცურა, ისიც შედეგია ...
გავაგრძელებ
ოღონდ თავდაუზოგავად უნდა ივარჯიშო შვილო.
კახა
სამინისტრომ და შესაბამისი სპორტის ფედერაციამ უნდა მოახდინოს დაუყონებლივ რეაგირება. რაც არ უნდა იყოს სპორტული ტელევიზიაა, როგორც ვფიქრობდი სერიოზული და ეს არ უნდა ეკადრათ. ბოდიში აქვთ მოსახდელი!
გრიშა
ამ ფაქტმა უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს და მაღალი შედეგებისათვის ივარჯიშოს.
g.g.
ეგ ნამეტანი ზედმეტი მოუვიდა ევროსპორტს. ზუსტადაც რო უნდა უჩივლოს. იმედია ეგ მოტივაციას გაუზრდის რომ უფრო მონდომებულად ივარჯიშოს.
soso
მგონი რუსებზე უარესები არაიან ოღონდ შენიღბულად.
ირაკლი
მესმის რომ საშინლად გამოვიდნენ, მაგრამ ასე დაცინვა უაპასუხოდ არ უნდა დარჩეს ფედერაციის ან თUნდა სახელმწიფოს მხრიდან! მე პირადად სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ჩვენს სპორტსმენებს და იმ ხალხს ვინც იმისათვის რომ ვინ იცის რა პირობებში და რა დაფინანსებით არსებობის საშუალებას აძლევენ სპორტის ამ სახეობას.
ვახო...
არაუშავს ძამიკო, ჯერ ყველაფერი წინაგაქვს... და ვინც შენ დაგცინეს, ბოლოს, ისინი, ტაშს დაგიკრავენ!
ქუთაისელი
ძალიან უზრდელურად მოიქცა ევროსპორტი. პირიქით, ჩვენს სპორცმენს უნდა დავუდგეთ გვერდით და ევროსპორტის ეს პოსტი დავარეპორტოთ. თორნიკე, მინდა გაგამხნევო, რომ მომავალში დაუმტკიცო მაგათ რომ ტყუილა გაირჯნენ უარყოფითი კომენტარებით.
სოსო
დრო იყო,ლიანა ცოტაძე და სერგო შალიბაშვილი საბჭოთა კავშირის ნაკრების წევრები იყვნენ და საპრიზო ადგილებსაც იკავებდნენ.შემთხვევა ყველას შეიძლება მოუვიდეს.მთავარია შეცდომებზე ვისწავლოთ.
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
უარი ბელარუსთან თამაშზე - უკრაინის მამაკაცთა პლაჟის ფეხბურთის ნაკრები მატჩზე არ გამოცხადდება
"ერთმა შეშლილმა კაცმა უდიდესი ჩემპიონი გაანადგურა" - ტოტო ვოლვი ისევ გაბრაზებულია
ბოლდვინის 2 ქულა და დინვიდის დებიუტი - "ბაიერნმა" "ვირტუსს" მარტივად სძლია
ოფიციალურად - სპალეტი "იუვენტუსის" მწვრთნელია
WU17 | ბოსნია და ჰერცეგოვინა 2:1 საქართველო
"ვფიქრობ, მერაბის და უმარის რემატჩი უნდა შედგეს, რადგან თანაბარი ბრძოლა იყო" - ამერიკელი ჟურნალისტი
ნუთუ სულ არ რცხვენია? - არშავინი ყოფილმა მეუღლემ ტყუილსა და სიხარბეში ამხილა
"იუვენტუსმა" სპალეტის არჩევით შესანიშნავი გადაწყვეტილება მიიღო, თან მას ახალი კვარაცხელიაც ეყოლება" - "რომას" ყოფილი სპორტული დირექტორი
"ვერც კი წარმოიდგენთ, ალისონი ისე გვჭირდება" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა ბრაზილიელ მეკარეზე ისაუბრა
მადრიდის "რეალმა" ვინისიუსის მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ყველაფერი ოზემპიკზე: გამოყენება, შედეგები და გვერდითი მოვლენები
"კრიტიკას ვერ მივიღებ" - სლოტმა "კრისტალ პალასთან" მარცხის შემდეგ მედიასთან ისაუბრა
[VIDEOS] ბითაძის სათამაშო დრო გაიზარდა, სანდრომ 10 ქულა დააგროვა - ქართველების გუნდები დამარცხდნენ
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალში" მეოთხე გოლი გაიტანა
პედრი თბილისში ვერ ჩამოვა
[VIDEO] 0:3. ესეც მამარდაშვილის ბრალია? - "ლივერპული" თასიდან "კრისტალ პალასმა" გამოაგდო
[VIDEO] წიტაიშვილის კარგი მატჩი და "მეცის" მოულოდნელი გამარჯვება "ლანსთან"
10:9 პენალტების სერიაში - კიტეიშვილის "შტურმი" მეოთხედფინალში გავიდა
[VIDEO] "კვარა" შეცვლაზე - პსჟ-მ "ლორიენთან" დუე და ორი ქულა დაკარგა
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს