რა მოხდა ევროპის ჩემპიონატზე - Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელს დასცინა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ცნობილმა არხმა Eurosport-მა ქართველ წყალში მხტომელ თორნიკე ონიკაშვილს დასცინა.

18 წლის ქართველი ევროპის ჩემპიონატზე მონაწილეობდა და კარგი გამოსვლა არ გამოუვიდა, მის ვიდეოს კი ცნობილმა სპორტულმა ტელევიზიამ შემდეგი სათაური გაუკეთა:

"არსებობს ცუდი ყვინთვა და არსებობს თორნიკე ონიკაშვილის ძალისხმევა. მას ამის უკან დაბრუნება არ მოუნდება".

Sportall.Ge

ვიდეოს სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოჰყვა.

მომხმარებლები წერენ, რომ ასეთი რამ არ შეიძლება და იმის მაგივრად, რომ სპორტსმენი უფრო მეტად მოტივირებული გახადონ, მას დასცინიან.

ონიკაშვილს ურჩევენ, რომ მან Eurosport-ს უჩივლოს.

ზოგიერთი მომხმარებელი ასევე აღნიშნავს, რომ სპორტის ეს
სახეობა საქართველოში განვითარებული არ არის და ეს წარუმატებლობაც ამის ბრალია. 

"ტვ პირველმა" თორნიკე ონიკაშვილის კომენტარი გამოაქვეყნა, რომელმაც შემდეგი განაცხადა:

"ტექსტი, რომელიც Eurosport-მა ვიდეოს დაურთო, არის საკმაოდ უხეშად დაწერილი და არის ადამიანისთვის მოტივაციის დამგდები.

ბევრმა ადამიანმა ნახა ეს ვიდეო. ბოლოს რომ ვნახე, 60 000 ნახვაზე იყო ასული.

ვიდეოს აქვს ძალიან ბევრი გაზიარება და უმეტესად ქართველებისგან. ისინი კომენტარებში უცენზურო სიტყვებს იყენებენ და დამცინიან.

ეს ისეთი შემთხვევაა, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ სპორტსმენს მოუვიდეს და ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც დაგეგმილი გაქვს", - აღნიშნა ონიკაშვილმა.

"ტვ პირველი" ასევე ავრცელებს ინფორმაციას, რომ თორნიკე ონიკაშვილი Eurosport-ისთვის ჩივილს არ აპირებს.

ახალგაზრდა ქართველმა წყალში ხტომაში ევროპის ჩემპიონატზე უკვე მეორედ მიიღო მონაწილეობა.

აქვე გეტყვით, რომ აღნიშნული ევროპის ჩემპიონატი შოტლანდიაში მიმდინარეობდა და ონიკაშვილმა 3-მეტრიანი ტრამპლინიდან ხტომაში ბოლოსწინა, 27-ე ადგილი დაიკავა.

ბოლო, 28-ე ადგილზე კი ასევე ქართველი, სანდრო მელიქიძე გავიდა.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ამ ფაქტმა უფრო მეტი მოტივაცია უნდა მისცეს და მაღალი შედეგებისათვის ივარჯიშოს.
გრიშა
16:46 15-08-2018
6
სამინისტრომ და შესაბამისი სპორტის ფედერაციამ უნდა მოახდინოს დაუყონებლივ რეაგირება. რაც არ უნდა იყოს სპორტული ტელევიზიაა, როგორც ვფიქრობდი სერიოზული და ეს არ უნდა ეკადრათ. ბოდიში აქვთ მოსახდელი!
კახა
17:46 15-08-2018
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული