ეს პატარა ვირთხა! - კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი პრესკონფერენციაზე შეხვდნენ [VIDEO]

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ კატეგორიაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა და ყოფილმა ჩემპიონმა ორ წონაში კონორ მაკგრეგორმა 6 ოქტომბერს გასამართ ბრძოლამდე ნიუ-იორკში პირველი პრესკონფერენცია გამართეს.

მაკგრეგორი პრესკონფერენციაზე ორი საჩემპიონო ქამრითა და ვისკით მივიდა. ის ჟურნალისტებს კითხვების დასმას არ აცდიდა, ხაბიბს საუბარს აწყვეტინებდა და დასცინოდა. მოკლედ, ირლანდიელი თავის სტილში იყო. ხაბიბი კი კონორის პროვოკაციებს არ პასუხობდა.

კონორი: "მოიცა! ვერ გავიგე! სად არიან ფანები? რატომ არიან აქ მხოლოდ რეპორტიორები? სად არიან ის ადამიანები, ვისთვისაც უნდა ვიჩხუბოთ? სად არიან ადამიანები, რომლებმაც დაიმსახურეს ეს შოუ?"

* * *
კონორი:
"მე დავრუნდი, რომ ეს პატარა ვირთხა გადავაგდო! ის ცდილობდა, ჩემზე ეხუმრა, მაგრამ ის ძალიან ცუდად ხუმრობს. ეს მან დაიწყო ომი, ახლა კი დამსახურებულს მიიღებს. ბიჭო, სასაცილო ხარ, ბოზო".

* * *
კონორი: "ეს ბიჭი ადრე ჩემი ფანი იყო და ჩემს მაისურებსაც კი ყიდულობდა! ის ქურდს იცავდა, რომელიც პუტინმა ციხეში ჩასვა. ეს ქურდი მისი სპონსორი იყო (საუბარი, სავარაუდოდ, მილიარდერ ზიავუდინ მაგომედოვზეა - რედ.). ის პატარა ფან-ბიჭუნაა, რომელიც რუსი მილიარდერის ფულებზე გაიზარდა. ახლა ხაბიბს გალიაში გავგლეჯ. მის კარიერას დავასრულებ. დამიჯერეთ: თავად რუსებსაც სურთ მისი წაგება".

* * *
ხაბიბი: "ჩემი პროგნოზი: მე მას გავსრეს".

კონორი: "სერიოზულად? მოდი! მოდი აქ ახლავე!"

ამ დროს კონორი სკამიდან წამოვარდა, მაგრამ ხაბიბთან მისვლაში UFC-ის ხელმძღვანელმა დეინა უაიტმა ხელი შეუშალა.

კონორი: "იარაღით არ ვარ. შეხედე ჩემს ხელებს, მე არაფერი მაქვს. მე აქ ვარ, ბიჭო. საბრძოლველად მზად ვარ, მე ვიომებ. შენ კი ჩემგან ავტობუსში იმალებოდი. შენ ქალი ხარ! ავტობუსში იჯექი და გეშინოდა. შენ არ გამოხვედი და არაფერი გაგიკეთებია. შენ ახლაც გეშინია. შენ არავინ ხარ. შენ ცარიელი ადგილი ხარ".

ხაბიბი: კარგი! რატომ არ პასუხობდი, როცა "ტვიტერში" გწერდი? მე გწერდი და ჩხუბს გთავაზობდი. მაშინ რატომ არ მიპასუხე? რატომ დუმდი, ახლა კი ხალხში ამდენს ლაპარაკობ".

კონორი: "რა წერილები? ფეხებზე მკიდია შენი წერილები. საერთოდ რაზე ლაპარაკობ?"

ხაბიბი: "შეხვედრას გთავაზობდი. შენი დამაიგნორე. ამის მაგივრად ავტობუსთან მოხვედი და ათეულობით ხალხი მოიყვანე. რატომ? რისი დამტკიცება გინდოდა?"

კონორი: "შენ ჩემი მეგობარი დაამცირე. ნამდვილი მამაკაცები ასე არ იქცევიან. თქვენ ის ალყაში მოაქციეთ და წასვლის საშუალებას არ აძლევდით. ეს ნორმალურია? მერე ავტობუსში იჯექი და კანკალებდი".

ხაბიბი: "შენ საერთოდ ჰკითხე მას, რატომ მოხდა ეს? მან მოგიყვა? შენ უნდა მოგეძებნე და ერთი-ერთზე შემხვედროდი ან გეთქვა, რომ ჩემი ბიჭები მომეყვანა".

* * *
კონორი: "მოემზადე, ხაბიბ! ეს ხანგრძლივი ღამე იქნება შენთვის. ეს ყველაზე რთული ბრძოლა იქნება შენს ცხოვრებაში, რადგან შენ არასდროს გიჩხუბია ძლიერ მეტოქეებთან. ნოკაუტით არავისთან მომიგია, მარტო ქულებით იგებ. ვის მოუგე ტიტული? ტიპს, რომელიც რეიტინგში მე-11 იყო. ეს სირცხვილია! შენ ნოკაუტითაც არ მოგიგია. შენი ქამარი ყალბია".

ხაბიბი: "ყოველ რაუნდში ვდომინირებდი".

კონორი: "ვნახოთ, რა იქნება 6 ოქტომბერს".

* * *
კონორი: "შენ უკვე ავტობუსში დამარცხდი, ბოზო! ჩვენი ბრძოლის თითოეული წამით ვისიამოვნებ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ის დიდხანს არ გაგრძელდება - მაქსიმუმ ერთი რაუნდი. შუაზე გაგგლეჯ. უბრალოდ თავს მოგაძრობ. მიყვებოდნენ: თქვენთან დაღესტანში ყველას ქათმის ყბები გაქვთ. მითხრეს, რომ დარტყმების მიღების გეშინია. გეშინია, როცა ძლიერად გირტყამენ. მე კი ძლიერად დაგარტყამ, ამის გარანტიას გაძლევ".

ხაბიბი: "ფიქრობ, ისიამოვნებ? შენ საერთოდ არ გაქვს ბრძოლა. არ მესმის, რას გააკეთებ. ვისკიც არ გიშველის".

* * *
ხაბიბი: "არ ვიცი, მამამ როგორ აღგზარდა, მაგრამ მამაჩემმა სწორად აღმზარდა. არასდროს დავნებდები. ეს ყველაფერი იცით, დეინამ იცის, როგორ ვესაუბრები მეტოქეებს გალიაში. მას მასტერკლასს ვანახვებ".

კონორი: "6 ოქტომბერს მოგკლავ".

პრესკონფერენცია მებრძოლების ტრადიციული დადგომით დასრულდა, რომლის დროსაც ირლანდიელმა ხაბიბის მენეჯერს, ალი აბდელ-აზიზს შეურაცხყოფა მიაყენა.


altკონორ მაკგრეგორი გადაირია - ირლანდიელმა ავტობუსი დალეწა და ახლა დაკავებულია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჰაბიბას 1% შანსიც კი არ აქვს. რაუნდს თუ გაუძლო ძალიან მაგარი იქნება. უბრალო პატარა ბიჭივით გალახავს კონორი.
dadu
13:23 22-09-2018
13
ნუგზარი!!

მარაზმის მწვერვალი

ნუგზარი!!
გიორგი
16:17 21-09-2018
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული