მამუკა ბახტაძე მერაბ დვალიშვილს შეხვდა

AutoSharing Option
პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე შერეული ორთაბრძოლების უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე ქართველ სპორტსმენს, მერაბ დვალიშვილს შეხვდა. მერაბ დვალიშვილი ერთადერთი მებრძოლია, ვინც აშშ-ში, შერეული ორთაბრძოლების ჩემპიონატის (UFC) უმაღლეს ლიგაში ქართული დროშით ასპარეზობს. ბოლო გამარჯვება მან 15 სექტემბერს მოიპოვა, როცა რთულ ორთაბრძოლაში ამერიკელი მეტოქე, ტერიან უორი დაამარცხა.

მამუკა ბახტაძემ მერაბ დვალიშვილს დამაჯერებელი გამარჯვება მიულოცა და აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში ქართველი სპორტსმენის წარმატებული ასპარეზობა მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნის პოპულარიზაციისათვის. მერაბ დვალიშვილი პრემიერს თავისი სპორტული კარიერისა და მიღწეული შედეგების შესახებ ესაუბრა. მთავრობის მეთაურმა ქართველ სპორტსმენს შემდგომი წარმატება
უსურვა და თავის მხრივ, კვლავაც გულშემატკივრობა და მხარდაჭერა აღუთქვა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური
მკითხველის კომენტარები / 2 /
თან რთული ორთაბრძოლა და თან დამაჯერებელი გამარჯვებაო, გაგიკვირდება ავთანდილოვიჩ, გაიგე ახლა სიმართლე.
mamuka
20:02 30-09-2018
1
ეს რა კარიკატურაა, ამ აკაპიწებული სახელოებით) ასლან აბაშიძემ რო ჩაიცვა ბოლო დგებში მაიკა, პიჯაკის ქვეშ. არა, არა, ის ბევრად დესლად გამოიყურებოდა. ჩაცმა მაინც ისწავლეთ, სხვა თუ არაფერი. რა არი ეს?!
gagi
15:45 30-09-2018
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული