ხაბიბი VS კონორი - ბრძოლა ოქტაგონზე და მის მიღმა, რატომ მოხდა ეს ყველაფერი?

AutoSharing Option
7 ოქტომბერს, გამთენიისას, შესაძლოა ითქვას, წლის ყველაზე გახმაურებული ბრძოლა გაიმართა.

UFS-ის მსუბუქ წონაში ერთმანეთს ოქტაგონზე მოქმედი ჩემპიონი, რუსეთის წარმომადგენელი დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ყოფილ ჩემპიონს, ირლანდიელ კონორ მაკგრეგორს შეხვდა და მე-4 რაუნდში "მოგუდვით" ტექნიკური ნოკაუტით გაიმარჯვა და კარიერაში წაუგებელი სერია გაახანაგრძლივა.

ეს ბრძოლა დაწყებამდეც კი ადრენალინით გავსებული და დაძაბული იყო. მხარეები ერთმანეთთან მტრულ დამოკიდებულებაში იყვნენ.

როდის დაიწყო ყველაფერი?
რეალური დაპირისპირება მაშინ დაიწყო, როცა მაკგრეგორი ბრუკლინში ავტობუსს დაესხა თავს, სადაც UFC 223-ის მებრძოლები იმყოფებოდნენ.

მომხდარი ინციდენტის გამო მაკგრეგორს ბრალდება თავდასხმის სამი პუნქტით წაუყენეს,
რომელიც განზრახ ქმედებებს ითვალისწინებს.

ირლანდიელს დაღესტნელ მებრძოლთან, ხაბიბ ნურმაგომედოვთან სურდა საქმეების გარკვევა, რომელიც ავტობუსში იმყოფებოდა, თუმცა ტრანსპორტიდან არავინ გამოსულა და მაკგრეგორმა ავტობუსს სკამები, ნაგვის ურნები ესროლა და შუშები ჩაამსხვრია.

რატომ სურდა მაკგრეგორს ხაბიბის ნახვა?
ხაბიბს და არტიომ ლობოვს შორის, რომელიც მაკგრეგორის მეგობარი და გუნდის წევრია, გარკვეული უთანხმოება არსებობდა. ხაბიბმა რუს მებრძოლს ერთი წლის წინ ნათქვამის გამო პასუხი მოსთხოვა (თუმცა აქამდე არაერთხელ შეხვედრია) და ლობოვს ბრძოლამდე რამდენიმე დღით ადრე დაახლოებით 10 კაცთან ერთად შეხვდა, სადაც მას ფიზიკურად შეეხო (კეფაში ამოარტყა), ხოლო მაკგრეგორმა მეგობრის გამო შურისძიება სცადა.

ლობოვმა პასუხის გაცემა არ ისურვა, რადგან ეშინოდა, ბრძოლიდან არ მოეხსნათ, თუმცა ეს მაინც მოხდა, რადგან ის მაკგრეგორთან ერთად იმყოფებოდა, როცა ის ავტობუსს დაესხა თავს.

altკონორ მაკგრეგორი გადაირია - ირლანდიელმა ავტობუსი დალეწა და ახლა დაკავებულია [VIDEO]

შემდეგ კი მათი დაპირისპირება უკვე სოციალურ ქსელებში გაგრძელდა. ხოლო, როცა მათი ბრძოლა ოფიციალურად დაანონსდა და პირველი პრესკონფერენცია შედგა, ადრენალინმა და დაძაბულობამ უფრო იმატა.

კონორი ჩვეულ სტილში შეურაცხყოფას აყენებდა ხაბიბს და აწონვის პროცედურაზე მას ხელებში ჩაარტყა კიდეც.




altეს პატარა ვირთხა! - კონორ მაკგრეგორი და ხაბიბ ნურმაგომედოვი პრესკონფერენციაზე შეხვდნენ [VIDEO]

altკონორმა ხაბიბს ჩაარტყა და შეუტია - მებრძოლების აწონვის პროცედურა შედგა [VIDEO]

როგორც ჩანს, ხაბიბმა ეს ყველაფერი გულთან ახლოს მაინც მიიტანა, რადგან ბრძოლის მოგების შემდეგ ერთი ამბავი დაატრიალა.

 


რა მოხდა ოქტაგონზე?
ყველაზე საინტერესო ჩხუბის შემდეგ მოხდა. ბრძოლის დასრულების შემდეგ კონორს თავს დაესხნენ ხაბიბის მეგობრები და ბიძაშვილი.

ბრძოლის დასრულების შემდეგ ოქტაგონიდან ამოხტა და კონორის სპარინგ-პარტნიორს, დილონ დენის მიუვარდა. ამ დროს ოქტაგონზე ხაბიბის ბიძაშვილი აბუბაქარი შევარდა.

აბუბაქარი დაცვას გასცდა და რამდენიმე წამში უკვე კონორის გვერდზე იყო და ხელში ფაფახი ეჭირა. კონორთან მიახლოებისას ირლანდიელმა მას პირველმა დაარტყა, ხოლო შემდეგ აბუბაქარმა მას რამდენჯერ მოუქნია მუშტი და ფაფახი. დაცვა დაღესტნელს იჭერს და გალიისკენ მიჰყავს.

შემდეგ კი საქმეში ხაბიბის სპარინგ-პარტნიორი ზუბაირა ტუხუგოვი და ჭიდაობის მწვრთნელი ესედულ ემირაგაევი ერთვებიან.

ტუხუგოვი დაცვის გარღვევას ცდილობს, რომ კონორს დაარტყას. კონორმა ის შეამჩნია და თავადაც სცადა დარტყმა. ამ დროს უკვე გალიაში ემირაგაევი შემოდის.

ტუხუგოვმა კონორის უკან მდგომი ემირაგაევი დაინახა და გაჩერდა. ემირაგაევმა კი ირლანდიელს თავში უკნიდან ჩაარტყა. კონორი ვერ ხედავდა დაღესტნელს და დარტყმისთვის მზად არ იყო.

შემდეგ კონორი ბრუნდება ემირაგაევისკენ და ბლოკს აყენებს, რომ თავი დაიცვას. როგორც იქნა, დაცვა მოჩხუბრებს აშველებს.


რა მოხდა ამ აურზაურის შემდეგ?
UFC-ის პრეზიდენტმა დეინა უაიტმა განაცხადა, რომ ხაბიბ ნურმაგომედოვმა ბრძოლის ჰონორარი დილონ დენისთან ჩხუბის გამო შეიძლება ვერ მიიღოს.

საკითხს შტატ ნევადის სპორტული კომისია იძიებს.

"ბობ ბენეტს (ნევადის სპორტული კომისიის აღმასრულებელი დირექტორი) ვესაუბრე. მან მითხრა, რომ კონორი თავის ფულს მიიღებს, ხოლო ხაბიბი არა", - აღნიშნა უაიტმა.

"ხედავდით, რამდენი პოლიციელი იყო? იმდენი იყო, არ ვარ დარწმუნებული, ქალაქში უსაფრთხოება ყოფილიყო. ქალაქის ყველა პოლიციელი აქ იყო. ორი შეხვედრა გვქონდა კონორის და ხაბიბის გუნდებთან. ავუხსენით, რა როგორ არის. ასეთი ძალისხმევა კონფლიქტის ასარიდებლად ადრე არ ყოფილა და ეს მაინც მოხდა. ტიპი გალიას გადაახტა, როგორც მაიმუნი, რა უნდა გააკეთო აქ?", - განაცხადა უაიტმა.

ფულთან ერთად შესაძლოა ხაბიბს ამერიკაში ჩასვლაც კი აუკრძალონ, ხოლო კონორი ამ ყველაფრის შემდეგ რევანშს ითხოვს.

altმოუთმენლად ველი რევანშს! - მაკგრეგორის პირველი კომენტარი მარცხის შემდეგ

altხაბიბის პრესკონფერენცია - ბოდიში, მადლობა პუტინს და მიზეზი რამაც გააღიზიანა

altUFC-ის პრეზიდენტი: ხაბიბს შეიძლება დეპორტი ჩაურტყან

altრას ამბობდა გაცხარებული ხაბიბი როცა ქამარი არ მისცეს...

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული