ხაბიბ ნურმაგომედოვმა შესაძლოა პროტესტის ნიშნად UFC დატოვოს

AutoSharing Option
UFC-ის ჩემპიონმა მსუბუქ წონაში ხაბიბ ნურმაგომედოვმა განცხადება გამოაქვეყნა, სადაც ორგანიზაციას ულტიმატუმი წაუყენა.

ხაბიბმა განაცხადა, რომ UFC-სთან კონტრაქტს გაწყვეტს, თუ ისინი მის თანამემამულეს, ზუბაირა ტუხუგოვს გაათავისუფლებენ.

"მინდა UFC-ს მივმართო. რატომ არავინ გაათავისუფლეთ, როცა მათი გუნდი ავტობუსს თავს დაესხა და რამდენიმე ადამიანი დააზიანა? მათ იქ ვინმეს მოკვლაც შეეძლოთ. რატომ არავინ ამბობს ჩემი სამშობლოს, რელიგიის, ეროვნების და ოჯახის შეურაცხყოფაზე?

რატომ უნდა დასაჯოთ მხოლოდ ჩემი გუნდი, როცა ორივე გუნდი ჩხუბობდა? თუ იტყვით, რომ ეს მე დავიწყე, მე არ დაგეთანხმებით - მე მათი დაწყებული დავამთავრე.

მაშინ მე დამსაჯეთ, რა შუაშია აქ ზუბაირა ტუხუგოვი? თუ ფიქრობთ, რომ გავჩუმდები, თქვენ ცდებით. თქვენ ზუბაირას ბრძოლა გააუქმეთ და მისი გათავისუფლება მხოლოდ იმიტომ გინდათ, რომ მან კონორს დაარტყა მას შემდეგ, რაც კონორმა პირველმა დაარტყა ჩემს მეორე ძმას. ვიდეოზე ყველაფერი ჩანს.

იცოდეთ, რომ მასთან ერთად მეც დამკარგავთ. ჩვენთან რუსეთში ჩვენიანებს არ ვტოვებთ. ჩემი ძმის გამო ბოლომდე წავალ. თუ მის გათავისუფლებას მაინც გადაწყვეტთ, არ დაგავიწყდეთ, მეც გამომიგზავნოთ გაწყვეტილი კონტრაქტი. სხვა შემთხვევაში მე თავად გავწყვეტ კონტრაქტს", - დაწერა ნურმაგომედოვმა Instagram-ზე.

altხაბიბთან ბრძოლის შემდეგ კონორზე თავდასხმის ახალი კადრები გავრცელდა [VIDEO]

altხაბიბსა და კონორს საქმის გამოძიებამდე 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მისცეს

მკითხველის კომენტარები / 5 /
ზუსტად ეს არის დასავლეთის ორმაგი სტანდარტები,როცა თვითონ აწყობთ კბილების გაღრჭიალებასაც სიძულვილის ენად გითვლიან და თავისიანი რომ პირს იმყრალებს და ყველას ყველაფერს უტრიალებს ეგ არაფერს ნიშნავს.
ფარისეველი დასავლეთი
17:55 12-10-2018
4
ადმინ,ჩემი პოსტი რომ დამიბლოკეთ,გასაგებია,პათოსი არ მოგეწონათ,მაგრამ თბილისში მიმდინარე მსოფლიოს პირველობას რომ უგულებელჰყოფთ,მაგას რა ჰქვია?დაწერეთ რა რაიმე ინფორმაცია,თუნდაც ის,რომ ასეთი ღონისძიება მიმდინარეობს,ჭიდაობის განყოფილებაში ხომ გაქვთ სამბოს ქვეგანყოფილება,სადაც ბოლო ინფორმაცია,მაისისაა.თუ ამ პოსტს მაინც არ დამიბლოკავთ,თქვენს ნაცვლად მე ვაცნობებ გულშემატკივარს,რომ თბილისში მიმდინარე სამბოს ახალგაზრდული ჩემპიონატის ლაივ სტრიმი გადის საქართველოს სამბოს ეროვნული ფედერაციის ფეისბუკ გვერდზე
სოსო
16:28 12-10-2018
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული