50 cent: 2 მლნ დოლარს დღესვე ვიხდი თუ ხაბიბი ჩემთან Bellator-ში იჩხუბებს

AutoSharing Option
ცნობილი რეპერი კერტის ჯეკსონი, რომელიც 50 cent-ის სახელით არის ცნობილი, ფიქრობს რომ ხაბიბ ნურმაგომედოვისთვის ჰონორარის დაგვიანება არასამართლიანია.

"ის თუ როგორ ექცევა UFC ხაბიბ არასწორია, მათ იგივე ხომ არ გაუკეთებია კონორთან მიმართებაში. 2 მლნ დოლარს ვიხდი დღესვე თუ ხაბიბი ჩემთან Bellator-ში იჩხუბებს. UFC ამ საქმეში ერთადერთი მოთამაშე არაა, ხოლო კონტრაქტზე მოვრიგდებით. ზუბაირასაც ავიყვანთ", - დაწერა რეპერმა "ტვიტერში".

ხაბიბმა რეპერს უპასუხა: "თუ გინდა ნახო სად იზრდებიან ნამდვილი მამაკაცები - დაღესტანში გეპატიჟები. როცა აშშ-ში ჩავალ, გაგაგებინებ. მადლობა მხარდაჭერისთვის, ნამდვილი კაცი ხარ!".

შეგახსენებთ, რომ
6 ოქტომბერს ხაბიბმა კონორ მაკგრეგორი მე-4 რაუნდში დაამარცხა, რის შემდეგაც ოქტაგონიდან გადახტა და ირლანდიელის სპარინგ-პარტნიორს ეჩხუბა, ხოლო მისი მეგობრები გალიაში შევარდნენ და კონორს თავს დაესხნენ. ამის გამო ხაბიბს ჰნორარის გაცემა შუეჩერეს.

altხაბიბ ნურმაგომედოვმა შესაძლოა პროტესტის ნიშნად UFC დატოვოს

altხაბიბთან ბრძოლის შემდეგ კონორზე თავდასხმის ახალი კადრები გავრცელდა [VIDEO]

altოქტაგონის ლამაზმანი გოგონები, რომლებიც ხაბიბი-კონორის კონფლიქტის ეპიცენტრში იყვნენ [PHOTO]

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული