"არ წავალ ვეგასში, რათა სხდომას დავესწრო. უდანაშაულო ვარ. უბრალოდ ოჯახს და რელიგიას ვიცავდი. თუ ჩემი დასჯა სურთ, წაიღონ ფული და 10 წლით მომკვეთონ. ფეხებზე მკიდია", - თქვა ხაბიბმა თურქულ არხთან საუბარში.
შეგახსენებთ, რომ ლას-ვეგასში ხაბიბ ნურმაგომედოვსა და კონორ მაკგრეგორს შორს მომხდარი ინციდენტის პირველი მოსმენა გაიმართა. კომისიამ მებრძოლებს დისკვალიფიკაცია 10 დეკემბრამდე მისცა. საბოლოო მოსმენა კი დეკემბრის შუა რიცხვებში გაიმართება.
კომისიამ ხაბიბს ჰონორარის ნახევარი გაუყინა და მებრძოლებს დისკვალიფიკაცია გაუხანგრძლივა