ქართველი მებრძოლი UFC-ში იასპარეზებს!

AutoSharing Option
ქართველი მებრძოლი შერეული ორთაბრძოლების სახეობაში, რომან დოლიძე UFC-ში იასპარეზებს.

რომან დოლიძემ "ფეისბუქზე", საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც UFC-ის გამოგზავნილ კონტრაქტზე საუბრობს.

"ძალიან ბევრი მეკითხებოდა, როდის გადავალ UFC-ში? ძალიან ბევრსა სჯეროდა, ბევრსაც არა, მაგრამ დღეს მივიღე UFC-ის კონტრაქტი. ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას, ვინც მხარს მიჭერდით. ერთად ყველაფერი გამოგვივიდა", - ამბობს დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ დოლიძე WWFC13-ში იბრძოდა და ამ ორგანიზაციის მიერ 6 გამართულ შეხვედრაში ყველა მოიგო, ხოლო ბოლო დაპირისპირება პოლონელ მიხაილ პასტერნაკთან ნოკაუტით მოიგო.

დოლიძე UFC-ში ნახევრად მძიმე წონაში
იასპარეზებს.

altWWFC13. რომან დოლიძე-მიხაილ პასტერნაკი [VIDEO]

altრომან დოლიძემ კიევში შერეული საბრძოლო ხელოვნების საერთაშორისო ტურნირი მოიგო

მკითხველის კომენტარები / 2 /
წარმატებები რომან,გქომაგობთ მთელი ქვეყანა!
georgian
13:55 18-01-2019
0
წარმატებები რომან!აბა შენ იცი, შენ უნდა გახდე უფს-ის ქართველი ჩემპიონი.
!!!!
13:23 18-01-2019
0

სიახლეები პოპულარული