დავით ქირია ჩინეთში გამართული მსოფლიო პირველობის გამარჯვებულია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩინეთის ქალაქ შანხაიში Kunlunfight-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო პირელობაზე, ქართველმა კიკბოქსერმა დავით ქირიამ ჩემპიონობა მოიპოვა.

მან ფინალში ჩინელი ფენგ შინგლი დაამარცხა და 70 კილოგრამ წონით კატეგორიაში მსოფლიოს პირველობის გამარჯებული კარიერაში მესამედ გახდა.

"ამ წუთებში ჩამოვედი რინგიდან. მადლობას გიხდით ყველას. ჩვენ ეს ერთად შევძელით. თქვენ რომ არა, მე ამას ვერ შევძლებდი. ამას გულით გეუბნებით. მადლობა იმ მოტივაციისთვის, იმ თანადგომისთვის, რასაც მოსამზადებელ პერიოდში გამოხატავდით." - განაცხადა შეხვედრის შემდეგ დავით ქირიამ.

Kunlunfight-ი ჩინური კიკბოქსინგის ტურნირია, რომელიც 2014 წლიდან ტარდება და 2015 წელს წლის საუკეთესო
ღონისძიების ჯილდოც გადაეცა.
მკითხველის კომენტარები / 5 /
მეტი ყურადღება ამ ადამიანს!!!
თაზო
15:43 24-02-2019
0
ყველაზე სტაბილური სპორტსმენი ტალახაძესთან ერთად! გენაცვალე! გილოცავ ამ დიდ წარმატებას და ქართველი ჟურნალისტებს სირცხვილი! პოსტ ფაქტუმ კი არ უნდა დადოთ ასეთ მოვლენებზე სტატია, მანამდე უნდა გააშუქოთ როგორ ემზადებოდა, რა სტკიოდა, რა ულხინდა! ფეხბურთელების ნაშების საცვლის ფერზე და მკერდის ზომაზე რომ წერთ 24 საათი!
aleksandre
21:57 24-02-2019
0

სიახლეები პოპულარული