UFC-ის ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა განაცხადა, რომ 2019 წელს სპორტულ კარიერას გააგრძელებს. ირლანდიელმა მებრძოლმა განაცხადა, რომ ოქტაგონში დაბრუნდება.
"2019 წელს ვისკის დიდ ბრიტანეთსა და ავსტრალიაში შევუშვებთ. 2019 წელს მე ოქტაგონში დავბრუნდები. ძალიან გახარებულები ვართ! მადლობა მხარდაჭერისთვის, ძმაო", - დაწერა კონორმა ფანის კითხვის საპასუხოდ.
შეგახსენებთ, რომ კონორ მაკგრეგორი UFC-ში ორწლიანი შესვენების შემდეგ დაბრუნდა და ხაბიბ ნურმაგომედოვთან დამარცხდა.
თუ გსურს უფრო მეტი გაიგო კონორ მაკგრეგორის შესახებ, უყურე დოკუმენტურ ფილმს მის შესახებ Movie.ge-ზე. მან რთული ოთხი წელი განვლო, იქამდე სანამ საკუთარ ადგილს დაიკავებდა. 2008 წლის 9 მარტს, მაკგრეგორმა მიიღო პროფესიონალურ MMA-ში მონაწილეობა და მეორე რაუნდში ნოკაუტით დაამარცხა გერი მორისი, ეს იყო მისი პროფესიონალური კარიერის დასაწყისი...
კონორ მაკგრეგორს მართვის უფლება ექვსი თვით ჩამოერთვა
ოქტაგონის ლამაზმანი გოგონები, რომლებიც ხაბიბი-კონორის კონფლიქტის ეპიცენტრში იყვნენ [PHOTO]