პირველი ქართველი ქალი UFC - ლიანა ჯოჯუამ კონტრაქტი უკვე გააფორმა

AutoSharing Option
რუსეთში მოასპარეზე ქართველმა მებრძოლმა ლიანა ჯოჯუამ UFC-სთან კონტრაქტს მოაწერა ხელი - ამის შესახებ მისი კლუბის, "ახმატის" Facebook-გვერდი იუწყება.

"მებრძოლთა კლუბ "ახმატის" წევრმა ლიანა ჯოჯუამ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. სადებიუტო ორთაბრძოლისა და მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ლიანა 61,2 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს", - ვკითხულობთ "ახმატის" გვერდზე.

ლიანა ჯოჯუა პირველი ქართველი ქალი იქნება, რომელიც UFC-ის ეგიდით იბრძოლებს.

23 წლის ქართველი ММА-ს საჩემპიონო ქამარს ფლობს, შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 9 მატჩში კი 7 გამარჯვება მოიპოვა.

altქართველი მებრძოლი UFC-ში იასპარეზებს!

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 1 /
აკჰმატ სილა
axmat sila
14:33 14-03-2019
2

სიახლეები პოპულარული