ნახეთ, რის გამო დააკავეს მაიამიში კონორ მაკგრეგორი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გამოცემა TMZ აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც UFC-ის მსუბუქი და ნახევრად მსუბუქი წონითი კატეგორიის ყოფილ ჩემპიონ კონორ მაკგრეგორსა და მის ერთ-ერთ გულშემატკივარს შორის მაიამიში მომხდარი ინციდენტია ასახული.

ვიდეოზე ჩანს, როგორც ართმევს ირლანდიელი სპორტსმენი მამაკაცს მობილურ ტელეფონს, აგდებს ძირს, შემდეგ კი რამდენიმეჯერ აბიჯებს ფეხს.

შეგახსენებთ, რომ 22 წლის მამაკაცმა დილის 5 საათზე მაკგრეგორს ერთ-ერთ სასტუმროსთან გადაუღო ფოტო, რის შემდეგაც კონორმა მას ტელეფონი წაართვა, დაუმსხვრია და წაიღო.

ამ ინციდენტის გამო პოლიციამ 30 წლის სპორტსმენი საკუთარ სახლში აიყვანა, მოგვიანებით კი 12,500-დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მაკგრეგორს
ბრალი ძარცვასა და ხულიგნობაში ედება.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული