"მებრძოლთა კლუბ "ახმატის" წევრმა ლიანა ჯოჯუამ UFC-სთან კონტრაქტი გააფორმა. სადებიუტო ორთაბრძოლისა და მეტოქის ვინაობა მოგვიანებით გახდება ცნობილი. ლიანა 61,2 კილოგრამ წონით კატეგორიაში იასპარეზებს", - ვკითხულობთ "ახმატის" გვერდზე.
ლიანა ჯოჯუა პირველი ქართველი ქალი იქნება, რომელიც UFC-ის ეგიდით იბრძოლებს.
23 წლის ქართველი ММА-ს საჩემპიონო ქამარს ფლობს, შერეულ ორთაბრძოლებში ჩატარებულ 9 მატჩში კი 7 გამარჯვება მოიპოვა.
ქართველი მებრძოლი UFC-ში იასპარეზებს!