იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე თანამდებობიდან გადადგა

AutoSharing Option
იაპონიის ოლიმპიური კომიტეტის თავმჯდომარე ცუნეკაძუ ტაკედა, რომელსაც კორუფციაში სდებენ ბრალს, თანამდებობიდან გადადგა.

საფრანგეთის პროკურატურის მტკიცებით, ტოკიოსთვის 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლების სანაცვლოდ იაპონურმა მხარემ ქრთამის სახით 2 მილიონი ევროგადაიხადა.

ოლიმპიური თამაშების ჩატარების უფლება ტოკიომ 2013 წელს მოიპოვა, როდესაც მადრიდისა და სტამბოლის განაცხადებს აჯობა.

"არ ვთვლი, რომ რაიმე უკანონობა ჩავიდინე, თუმცა ჩემი პასუხისმგებლობაა, ვადამდე ადრე დავტოვო თანამდებობა", - განაცხადა ტაკედამ და აღნიშნა, რომ ხელმეორედ კენჭისყრას არ აპირებს.

მომზადებულია bbc.com-ის მიხედვით

altყველგან პრეზერვატივებს არიგებენ - ბრაზილიელმა სპორტსმენმა ოლიმპიადის სექს-სკანდალზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 1 /
რა სხვაობაც ამ კაცსა და გეგეშიძეს შორისაა,ისეთივეა სხვაობა იაპონიასა და საქართველოს შორისაც.
სოსო
16:47 19-03-2019
0

სიახლეები პოპულარული