UFC-ის პრეზიდენტი დეინა უაიტი კონორ მაკგრეგორის მიერ კარიერის დასრულებას გამოეხმაურა. უაიტის თქმით, 30 წლის ირლანდიელის ზაფხულში დაგეგმილი დაბრუნება რეიტინგში მაკგრეგორის დაქვეითების გამო გადაიდო.
"კონორი ახლა ჩემპიონი აღარაა, ის მსოფლიოში მეორე ადგილზეა. ადრე ის ჩემპიონი იყო, თუმცა ახლა არაა. მას აქვს ფული და ვისკი. ასე რომ, მის გადაწყვეტილებაში ლოგიკა არის.
მის ადგილზე მეც პენსიაზე გავიდოდი. ის ბრძოლებიდან მიდის, მაგრამ მუშაობას არ აჩერებს. ის ვისკის წარმოებას გააგრძელებს და სხვა საინტერესო საქმით დაკავდება.
მისთვის თვალყურის დევნება ძალიან საინტერესო იყო. სპორტის ჩვენს სახეობაში მან
წარმოუდგენელი რაღაცები გააკეთა. მივესალმები მის გადაწყვეტილებას და ძალიან მსურს, ის ოქტაგონის მიღმაც წარმატებული ვიხილო", - განაცხადა UFC-ის პრეზიდენტმა.
მომზადებულია news.com.au-ს მიხედვით