ქართველი ჰალკი! - ლევან საგინაშვილმა მსოფლიოს TOP 8-ში გამოცდილი მეტოქე მარტივად დაამარცხა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
5 აპრილს მალაიზიაში მკლავჭიდელთა შორის მსოფლიოს ტოპ 8-ის ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებს ლევან საგინაშვილი მეტსახელად "ქართველი ჰალკი.

საგინაშვილი მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერ მკლავჭიდელ ამერიკელ ტიმ ბრესნანს შეხვდა, თუმცა 6:0 დაამარცხა, რასაც პრინციპში ექსპერტები ელოდნენ კიდეც. შეხვედრამდე მათ გამოთქვეს აზრი, რომ ბრესნანი კი არის გამოცდილი მკლავჭიდელი, მაგრამ საგინაშვილი შეხვედრას 6:0-ს ან 5:0-ს მოიგებდა. როგორც ხედავთ ექსპერტების პროგნოზი ახდა.

ამ პროგნოზის საფუძველი სპეციალისტებმა მარტივად ახსნენს - ლევანი ძალიან ძლიერია და ბრესნანის გამოცდილება და ტექნიკა ვერაფერს დააკლებს.

ამით საგინაშვილმა ნახევარფინალის საგზური
მოიპოვა, სადაც რუს ვიტალი ლალეტინის შეხვდება.

ტურნირის საპრიზო ფონდი 121 000 დოლარია. გამარჯვებული 50 000 დოლარს მიიღებს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
ჰალკი, ჰალკი, რად გვინდა ეს სახელი, დავარქვათ ქართველი "ამირანი".
პაატა
16:43 06-04-2019
3
ძალაც კი არ დაუხარჯავს ზედმეტად, ასეთ დონის მკლავჭიდელს ასე რომ გააუბედურებ ზნაჩიტ დონე ხარ!!!! გილოცავ და იმედი მაქვს გაამართლებ ჩემ პროგნოზს რუსთან! პ.ს. ხელს მოანგრევს ლალეტინს!!!!
მიშა
22:59 06-04-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული