5 აპრილს მალაიზიაში მკლავჭიდელთა შორის მსოფლიოს ტოპ 8-ის ტურნირის მეოთხედფინალური შეხვედრები გაიმართა, სადაც მონაწილეობას იღებს ლევან საგინაშვილი მეტსახელად "ქართველი ჰალკი.
საგინაშვილი მეოთხედფინალში საკმაოდ ძლიერ მკლავჭიდელ ამერიკელ ტიმ ბრესნანს შეხვდა, თუმცა 6:0 დაამარცხა, რასაც პრინციპში ექსპერტები ელოდნენ კიდეც. შეხვედრამდე მათ გამოთქვეს აზრი, რომ ბრესნანი კი არის გამოცდილი მკლავჭიდელი, მაგრამ საგინაშვილი შეხვედრას 6:0-ს ან 5:0-ს მოიგებდა. როგორც ხედავთ ექსპერტების პროგნოზი ახდა.
ამ პროგნოზის საფუძველი სპეციალისტებმა მარტივად ახსნენს - ლევანი ძალიან ძლიერია და ბრესნანის გამოცდილება და ტექნიკა ვერაფერს დააკლებს.
ამით საგინაშვილმა ნახევარფინალის საგზური მოიპოვა, სადაც რუს ვიტალი ლალეტინის შეხვდება.
ტურნირის საპრიზო ფონდი 121 000 დოლარია. გამარჯვებული 50 000 დოლარს მიიღებს.