ნინო სალუქვაძის წარმატების აღსანიშნავად სეოკში საზეიმო ღონისძიება გაიმართა

AutoSharing Option
ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი/sportstat.gov.ge

საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში საზეიმო ღონისძიება გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონის, ნინო სალუქვაძის ახალ წარმატებას.

პეკინში გამართულ ტყვიის მსროლელთა მსოფლიო თასზე, საქართველოს ნაკრების ლიდერმა 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და ტოკიო 2020-ის პირველი ქართველი ლიცენზიანტი გახდა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტის განვითარების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი, კომიტეტის ხელმძღვანელები, სროლის სახეობათა ფედერაციისა და მედიის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები. ლერი ხაბელოვმა ნინო სალუქვაძეს სპეციალური სერტიფიკატი გადასცა.

Sportall.Ge

ღონისძიებაზე
საზეიმოდ გაიხსნა ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიანტთა დაფა. პირველი ხელმოწერა ოლიმპიურ ჩემპიონს (1988), ვერცხლისა (1988) და ბრინჯაოს (2008) პრიზიორს, მსოფლიოსა და ევროპის მრავალგზის ჩემპიონსა და პრიზიორს, სეოკის ვიცე-პრეზიდენტს, ნინო სალუქვაძეს ეკუთვნის. აღსანიშნავია, რომ სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეცხრედ იასპარეზებს!

altნინო სალუქვაძის წარმატების ფორმულა - ინტერვიუ უნიკალურ ქართველ სპორტსმენთან

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული