ირმა ხეცურიანმა ეტლით ფარიკაობაში მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა

AutoSharing Option
ბრაზილიის ქალაქ სან-პაულოში ეტლით ფარიკაობაში 2019 წლის მსოფლიო თასი გაიმართა.

ირმა ხეცურიანმა B კატეგორიაში კიდევ ერთი ჩემპიონობა და მე-16 ოქროს მედალი მოიპოვა.

წარმატებულად იასპარეზა ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა - ნინა თიბილაშვილმა, რომელიც ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

საქართველოს ნაკრები სან-პაულოში გამართულ ტურნირზე სამი სპორტსმენით იყო წარმოდგენილი. სამწუხაროდ, გვანცა ზადიშვილი სამშობლოში უმედლოდ ბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული