Sunday Times: შესაძლოა, რუსი სპორტსმენები ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე არ დაუშვან

AutoSharing Option
ათლეტთა ანტიდოპინგურმა კომიტეტმა დაიწყო გამოძიება გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, რუსულმა მხარემ სპორტსმენ დანილ ლისენკოს საქმის გაყალბება სცადა.

ბრიტანული Sunday Times-ის ცნობით, რუსულმა მხარემ იმ კომიტეტს, რომელიც სპორტში დოპინგის გამოყენების შემთხვევებს იძიებს, გაყალბებული დოკუმენტები გადასცა.

იმ შემთხვევაში, თუ აღნიშნული ბრალდება დადასტურდა, დიდი შანსია, რუსეთის ოლიმპიურ გუნდს 2020 წელს ტოკიოში გასამართ ოლიმპიადაზე გამოსვლა აეკრძალოს.

ათლეტთა ფედერაციის საერთაშორისო ასოციაცია მომავალ კვირაში შეიკრიბება და რუსეთის დისკვალიფიკაციის საკითხს განიხილავს.

დანილ ლისენკომ დისკვალიფიკაცია 2018 წლის აგვისტოში მიიღო, მას შემდეგ, რაც რამდენიმე დოპინგ-ტესტი გამოტოვა.
მკითხველის კომენტარები / 2 /
ესენი სამყაროდამ უნდა მოკვეთო მაგრამ ეს არ მაინტერესებს ეხლა.. ეს რეკლამები როგორმე შეცვალეთ თორემ ნახეთ ჩემი აიპი როგორი მომხმარებელი ვარ ბოლო 4-5 წელია და ჩემნაირებს დაკარგავთ. სტატიებს რომ თარგმნით რუსულებიდან კი ვიცი მაგრამ მაინც თქვენთან შემოვდივარ ღორობაა ეს უკვე
Giga
18:24 03-06-2019
0
https://www.youtube.com/watch?v=jT38EtY5iuk
თუ არ გინდა რეკლამა
23:30 03-06-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული