ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტი - ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი

AutoSharing Option
ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს ტაეკვონდოს ფედერაციის პრეზიდენტმა სულხან ბაბუაძემ ფოთის პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, არის მწვრთნელების გარკვეული ჯგუფი, რომელიც შეეცადა ჩემპიონატის ჩაშლას.

,,ძალიან ცუდი ფაქტი მოხდა, ეს არ უნდა მომხდარიყო. გარკვეული მწვრთნელები შეეცადნენ, რომ ჩაეშალათ ჩემპიონატი, რომელიც ფოთში იმართება. მოხდა სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება. ერთ-ერთი მწვრთნელი გაიყვანეს გვერდზე და სცემეს. ჩვენი ფედერაცია არ არის ქურდული გარჩევის ადგილი. ეს არის ფედერაცია, რომელიც მუშაობს რეგიონებში ტაეკვონდოს განვითარებაზე. ამ ეტაპზე მიმდინარეობს
გამოძიება და დაველოდოთ მას”, - განაცხადა სულხან ბაბუაძემ.

ფოთში ტაეკვონდოს ღია ჩემპიონატზე ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, რომლის შემდეგ სამი მწვრთნელი დააკავეს. დაკავებული მწვრთნელების მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ისინი ბოიკოტს უცხადებენ ფედერაციის პრეზიდენტ სულხან ბაბუაძეს და ფიზიკური დაპირისპირება მისი მომხრეების პროვოცირებული იყო. თავის მხრივ, ბაბუაძის მხარდამჭერები პროვოკაციაში მწვრთნელთა ნაწილს ადანაშაულებს.

interpressnews.ge
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული