ცერემონიის მხატვრული ნაწილის გენერალური პროდიუსერი იყო იგორ კრუტოი, გენერალური დირექტორი - ალექსეი სეჩენოვი.
ორსაათნახევრიან შოუში მონაწილეობდნენ ცნობილი შემსრულებლები, საოპერო მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, რომლებმაც მხატვრული ფორმებით და ეფექტური ტექნიკური ელემენტებით წარმოადგინეს თამაშების მასპინძელი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ოლიმპიური ფასეულობები.
მონაწილეთა აღლუმზე გამოვიდა ევროპის 50 ქვეყნის დელეგაცია. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იყო მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროპის ოლიმპიური
კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა, თამაშები კი საზეიმოდ გახსნა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.
ცერემონია "მშვიდობის ცეცხლის" დანთებით დასრულდა.
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით