როგორ გამოიყურებოდა ქართული დელეგაცია და ევროპული თამაშების გახსნა [PHOTO]

AutoSharing Option
21 ივნისს მინსკის "დინამოს" სტადიონზე საზეიმოდ გაიხსნა მეორე ევროპული თამაშები, რომელსაც თვალს ადევნებდა 22 ათასი მაყურებელი და მრავალმილიონიანი ტელეაუდიტორია.

ცერემონიის მხატვრული ნაწილის გენერალური პროდიუსერი იყო იგორ კრუტოი, გენერალური დირექტორი - ალექსეი სეჩენოვი.

ორსაათნახევრიან შოუში მონაწილეობდნენ ცნობილი შემსრულებლები, საოპერო მომღერლები, მოცეკვავეები, მსახიობები, რომლებმაც მხატვრული ფორმებით და ეფექტური ტექნიკური ელემენტებით წარმოადგინეს თამაშების მასპინძელი ქვეყნის ისტორია, კულტურა, ტრადიციები, ოლიმპიური ფასეულობები.

მონაწილეთა აღლუმზე გამოვიდა ევროპის 50 ქვეყნის დელეგაცია. საქართველოს ოლიმპიური გუნდის მედროშე იყო მსოფლიოს ჩემპიონი ძიუდოში გურამ თუშიშვილი. დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართა ევროპის ოლიმპიური
კომიტეტების პრეზიდენტმა იანეზ კოჩიანჩიჩმა, თამაშები კი საზეიმოდ გახსნა ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკომ.

ცერემონია "მშვიდობის ცეცხლის" დანთებით დასრულდა.

Sportall.Ge


მომზადებულია geonoc.org.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 1 /
ბარემ "ქართული ოცნების" ლოგოიანი მაისურებიც ჩაეცვათ!!!
თენგო
14:20 22-06-2019
4

სიახლეები პოპულარული