კონორ მაკგრეგორმა ასაკიან კაცს პაბში სცემა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ირლანდიელმა მებრძოლმა და UFC-ის მსოფლიოს ყოფილმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა დუბლინის ერთ-ერთ პაბში ასაკოვან კაცს მხოლოდ იმიტომ სცემა, რომ ვისკის დალევაზე განაცხადა უარი.

აღიშნული ინფორმაცია TMZ Sports-მა გაავრცელა და ვიდეოც დაურთო თან. გამოცემის მიხედვით, ეს შემთხვევა 2019 წლის აპრილში მოხდა, The Marble Arch Pub-ში.

კონორმა გადაწყვიტა, ყველა დაეპატიჟებინა ვისკიზე, თუმცა ერთ-ერთმა მამაკაცმა უარი განაცხადა კონორის შეთავაზებაზე. კონორმა კი დაჟინებით მოსთხოვა მას დალევა, თუმცა კაცმა მეორე ჭიქაც გადადო. ამის შემდეგ, მალევე, კონორმა ბართან მჯდომ მამაკაცს დაარტყა და დაცვამ ის პაბიდან გაიყვანა.

ჯერჯერობით
უცნობია, თუ რა მოჰყვება ამ ვიდეოკადრების პრესაში გავრცელებას. კონორი კი კარგა ხანია აღარ ჩხუბობს და ალბათ, ენერგია მომატებული აქვს. ბოლო ჩხუბი მაკგრეგორს ხაბიბ ნურმაგომედოვთან ჰქონდა, რომელიც დაღესტნელის გამარჯვებით დასრულდა.

მკითხველის კომენტარები / 4 /
გრამატიკაში რო ივარჯიშოთ ჯერ და შემდეგ სტატიები რო წეროთ არა?! + სწორი ინფო მიაწოდოთ ადამიანს. ასაკოვანი კაცი (და არა კაცს) კი არ სცემა, უბრალოდ დაარტყა.
ვინ დაასათაურა?!
14:22 16-08-2019
4
სხვა რა დარჩენია:)
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული