UFC-ის ყოფილმა ირლანდიელმა ჩემპიონმა კონორ მაკგრეგორმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში დუბლის ერთ-ერთი პაბში ასაკიანი კაცისთვის დარტყმის გამო.

"არ აქვს მნიშვნელობა, იქ რა მოხდა. მე სწორი არ ვიყავი. ამ ადამიანს პაბში დროის კარგად გატარება უნდოდა და არა ისე, როგორც მისთვის დღე დამთავრდა.

ეს 5 თვის წინ იყო. მე საკუთარი დანაშაულის გამოსყიდვას შევეცადე, თუმცა ამას მნიშვნელობა არ აქვს, მე შევცდი, უფრო ადრე უნდა ამეღო პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. ახლა კი მივმართავ იმ ადამიანებს, ვინც მე მიჭერს მხარს.

მე ვატარებ საკუთარი დედის, ოჯახისა და მწვრთნელების ვალს, მე მათ წინაშე ვარ პასუხისმგებელი. იქ არ იყო ის კონორი, ვინც სინამდვილეში ვარ. ეს არ ყოფილა ის მიზეზი, რატომაც ММА-ში მოვედი.

ჩემი სპორტში მოსვლის მიზანი სუსტების ისეთი საქციელისგან დაცვა იყო, როგორიც მე თვითონ ჩავიდინე. ახლა აქ ვარ, რათა ეს ვაღიარო და განვაგრძო გზა წინ", - თქვა კონორმა ბრიტანულ ESPN-თან.

შეგახსენებთ, კონორ მაკგრეგორმა ასაკში შესულ კაცს დუბლინის ერთ-ერთ პაბში დაარტყა, რადგან იმ კაცმა კონორის მიერ მიწოდებული ვისკი არ დალია. თავად დაზარალებულმა The Sun-თან განაცხადა, რომ ამ დარტყმის შემდეგ თავი 1 კვირა სტკიოდა და კონორი, უბრალოდ, ფულიანი ხულიგანია.

ვისოლის“ გუნდის წევრი გიორგი კოდუა King of Drift 2026-ის ჩემპიონი გახდა
როგორ განაპირობებს წარმოების ხარისხი ეზოს ფილების ხანგრძლივ ექსპლუატაციას?
მოვლილი წვერი და უქერტლო თმა - სპეციალურად მამაკაცებისთვის შექმნილი ბრენდი Recipe
ქვილითაია შეცვლაზე შევიდა - "ჰოლშტაინმა" ისევ წააგო
"ასეთი თავდადებული ხალხი არასდროს მინახავს" - მატამ იაპონიაში მომხდარი დაუვიწყარი ისტორია მოჰყვა
[VIDEO] მოურინიომ რონალდოს შესახებ დასმულ კითხვაზე საუბარი არ ისურვა და პრესკონფერენცია დატოვა
ახალი კონტრაქტი ბრაჰიმ დიასს - მაროკოელი "რეალში" კიდევ დიდხანს დარჩება
ყველაზე ცუდი შედეგი 2004/05 წლების სეზონის შემდეგ - "ბაიერნმა" 2 ქულასთან ერთად, 2 ლიდერიც დაკარგა
საქმეში კაკაც ჩართეს - "მილანი" ენდრიკის დამატებასთან უკვე ძალიან ახლოსაა
ლოჩოშვილი "ბაიერნთან" წარმატებულად დაბრუნდა - "კიოლნმა" მიუნხენიდან ქულა წაიღო, თუმცა მოგებაც შეეძლო
აბუაშვილი შეცვლაზე შევიდა - "მეცმა" "ბულონს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | "სპაერი" ფლეი აუტს ვერ ასცდება, ფაცაციას სასწაული გოლი...
[VIDEO] ბუდუს გოლმა ვერ უშველა - "ჰაიდენჰაიმის" წარუმატებელი სერია გრძელდება
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 1-1 ტორპედო. არაფრისმომტანი ფრე
[VIDEO] ზივზივაზემ გერმანიაში დაბრუნებისთანავე გაიტანა
"ბარსელონამ" ესპარტს ხელშეკრულება გაუხანგრძლივა
"რეალმა" კურტუას კონტრაქტი გაუგრძელა
სვანაძე: მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელი გუნდი შეგვხვდებოდა
სანიოლი შეიძლება ევროპულ ნაკრებს ჩაუდგეს სათავეში
ერთა ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე ცნობილია
პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მიზანზე ისაუბრა და ბავშვობის კერპი დაასახელა
კონტემ განმარტა, რატომ დატოვა "ინტერი" საჩემპიონო სეზონის შემდეგ
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
მაკგრეგორი: ლაჩრებო, დვალიშვილი ლეგენდაა
კონორ მაკგრეგორი UFC-ს უბრუნდება - ირლანდიელის მეტოქე ცნობილია
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
[VIDEO] მაკგრეგორის დაბრუნება ვერ შედგა - ირლანდიელმა ბრძოლა ტრავმის გამო შეწყვიტა
რამოსი, ინიესტა, მაკგრეგორი და სხვები - ლეგენდარულმა სპორტსმენებმა ილია თოფურია გაამხნევეს
კონორ მაკგრეგორს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღება სურს