newposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა

AutoSharing Option
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ პოლიციელის მკვლელობისთვის ბრალდებული რამაზ დევაძის შეწყალებამ დიდი ხმაური და უკმაყოფილება გამოიწვია. newposts.ge-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ამ საკითხში დევაძეს რეკომენდაცია სპორტული სამყაროს ცნობილმა პიროვნებებმა გაუწიეს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია".

ბათუმში მოკლული პოლიციელის, თარაშ მუკბანიანის მკვლელობაში ბრალდებულის ადვოკატი დავით ჯაფარიძე რამაზ დევაძის შეწყალების საკითხზე სკანდალურ ინფორმაციას აკეთებს.

უფლებადამცველის თქმით, დევაძის შეწყალების ერთ-ერთი რეკომენდატორი ჭიდაობის ფედერაცია იყო, რომელსაც გეგა გეგეშიძე ხელმძღვანელობს.

"რეკომენდატორთა შორის ჭიდაობის
ფედერაციაც არის. არის სხვადასხვა ფედერაცია - მათ შორის, კრივის ფედერაცია. ფეხბურთისაც კი არის - აჭარის, როგორც მახსოვს. ძალიან ბევრი ადამიანია. მათ შორის არიან სასულიერო პირები. არაერთი სასულიერო პირია, რომლებიც შედიოდნენ დევაძესთან. მას ჰყავს მოძღვარი. აღმსარებელია.

ტოჩინოშინიც არის რეკომენდატორთა შორის. განცხადებაც შეიტანა, რომ შეეწყალებინათ ეს ადამიანი", - თქვა ადვოკატმა.

მკვლელობაში ბრალდებული დევაძისა და გეგა გეგეშიძის მეგობრობის შესახებ "ნიუპოსტი" ექსკლუზიურად რამდენიმე დღის წინ წერდა.

გავლენიანი წყარო გვიყვებოდა, რომ დევაძეს ე.წ. კანონიერი ქურდი ლავას ოღლი მფარველობდა. რამაზ დევაძის სახელმა გაიჟღერა მაშინაც, როცა მინდია გორაძე საქართველოში ჩამოვიდა. მაშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სწორედ დევაძე დახვდა ლავას ოღლის სარფში. გავრცელებული ინფორმაციით, დევაძე ეხმარებოდა ე.წ. კანონიერ ქურდს შს სამინისტროს მაშინდელ ხელმძღვანელობასთან ურთიერთობის დალაგებაში. როგორც ცნობილია, რევაზ დევაძე, მინდია გორაძე და ალექსანდრე ჭიკაიძე წლების წინ მოჭიდავეების ერთ გუნდში იყვნენ. ითქვა ისიც, რომ მაშინ ჭიკაიძემ მინდია გორაძესთან ურთიერთობისთვის ნდობით აღჭურვილ პირად ჭიდაობის ფედერაციის ახლანდელი ხელმძღვანელი გეგა გეგეშიძე გამოყო", - წერს newpost.ge.

altზურაბ დათუნაშვილი: გეგა გეგეშიძემ უარი განუცხადა სერბულ მხარეს, რომ მსოფლიოზე მეასპარეზა

altადვოკატი: რა თქმა უნდა, გეგა გეგეშიძე თავს დამნაშავედ არ ცნობს

altგეგეშიძე სასამართლოს შემდეგ: მარტო მე მაქვს ბოდიში მოსახდელი? მაგინეს და ტუჩი გამიხეთქეს

altაქცია, მცირე ინციდენტი და პრეზიდიუმის სხდომის შედეგები - ჭიდაობის ფედერაციასთან მომხდარის ქრონოლოგია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 22 /
ქვეყანა სადაც ზონდერები ბატონობენ! ვინ არის სპორტის მინისტრი(განათლების სპორტისა და კულტურის მინისტრის მოადგილე სპორტის კუთხით) შალვა გოგოლაძე?! ძველი ზონდერი, რომელმაც კრივში დიდი ვერაფერი კარიერა ვერ გაიკეთა, თუმცა ზონდერობით, ჯერ უდიდესი გავლენები მოიპოვა, უდიდესი ფული იშოვა! ცნობისათვის, მას და მის ძმას ეკუთვნით უნივერსიტეტის ქუჩაზე, არენას ორივე შენობა, მის წინ აშენებული ახალი მრავალსართულიანი კორპუსი, ბაკურიანში რამდენიმე სასტუმრო და სხვა კაპიტალი!
ასე რომ ამ ქვეყანაში წარმატებული ზონდერები ფრიად დაფასებული ხალხია!
ლადო
14:23 24-09-2019
0
ოოოო! თუ თვით გეგეშიძის რეკომენდაციით, მაშინ რაღას ვერჩით ქ-ნ პრეზიდენტს?!!!


ჰა?!!
13:13 24-09-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული