"რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო?" - დავით ჯაფარიძე გავრცელებულ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს

AutoSharing Option
გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიერ შეწყალებული პოლიციელის მკვლელის რეკომენდატორები ტოჩინოშინი, გეგა გეგეშიძე და სხვა სპორტში მოღვაწე ადამიანები იყვნენ. ინფორმაციას newposts.ge ავრცელებდა.

გამოცემის თქმით, ინფორმაციის წყარო ადვოკატი დავით ჯაფარიძე იყო.

დღეს კი დავით ჯაფარიძემ თავის სოციალურ ქსელში ამ ამბავს ტყუილი და დეზინფორმაცია უწოდა. გთავაზობთ მის წერილებს: 

"გაზეთმა "ნიუპოსტმა" და ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა მიზანმიმართულად გაავრცელეს ცრუ ინფორმაციები. "ნიუპოსტისთვის" არასოდეს ინტერვიუ არ მიმიცია, ხოლო "რუსთავი 2"-მა კი ჩემი ინტერვიუ განზრახ
დაამახინჯა. კერძოდ:

1) ცილი დამწამეს, თითქოსდა მე ვთქვი, რომ ჭიდაობის და კრივის ფედერაციებმა მიმართეს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს. როდესაც "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა ლაშა ველიაძემ ვერ მიიღო სასურველი პასუხი თავის შეკვეთილ კითხვაზე - გიგი გეგეშიძეს თუ გადაეცით მასალები და დაუწერეთ განცხადება? დამისვა ზოგადი კითხვები. რა დროსაც მე ვუთხარი, რომ გიორგი მარგველაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში რამაზ დევაძის შეწაყალების განცხადებით თავადაც მივმართე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს. და მასალებს ვატანდი მოჭიდავეებსაც, მაგრამ მათი ვინაობა არ მახსოვს. და ეს იყო სამი წლის უკან;

რაც შეეხება კრივის ფედერაციას, იგი საერთოდ არ მიხსენებია. ასევე არ ვიცი, ვინ არიან ჭიდაობის და კრივის ფედერაციების ხელმძღვანელები.

სასამართლოში მომიწევს სარჩელების შეტანა. ასევე, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიაშიც."

"აი, თურმე ვინ არის დეზინფორმაციის მთავარი წყარო. რა ჭიდაობის და კრივის ფედერაციები, რა სუმო? ესენი ვერ არიან. "მთავარ არხზე" "2020 ნიუსზე" და "ნიუპოსტზე" საერთოდ არ მიმიცია ინტერვიუები.

არხები და გაზეთები დეზინფორმაციის დაწყებას ერთმანეთს აბრალებენ. სარჩელში ყველა მიეთითება მოპასუხედ და სასამართლოში არკვიონ."

altnewposts.ge: 20 წლის პოლიციელის მკვლელი პრეზიდენტმა გეგა გეგეშიძის რეკომენდაციით შეიწყალა


Sportall.Ge


მკითხველის კომენტარები / 8 /
კუზიანს სამარე გაასწორებსო ნათქვამია. გინდ მთავარი არხი დაირქვით და გინდ ვაშინგტონ პოსტი მაინც რუსთავი2 დარჩებით.თქვენ არ ხართ ჟურნალისტები.ჭორიკნები და პროვოკატორები ხართ. ნიუპოსტზე არც ვლაპარაკობ.ეგ არც ღირს იმად რომ მასზე კომენტარი გავაკეთო.გმადლობთ.იმედია არ დაბლოკავთ.ყოველ შემთხვევაში ამის იმედი მაქვს
dato
11:28 24-09-2019
30
გლახუნა მიშა არ დაგეკარგოს არსად.სამკურნალო რომ ხარ შენი ბელადივით ატყობ?
dato
16:08 24-09-2019
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული