28 სექტემბერს კოპენჰაგენში ქართველი მებრძოლი გიგა ჭიკაძე UFC-ში ბრძოლას გამართავს.
ჭიკაძის მეტოქე 29 წლის ამერიკელი ბრენდონ დევისი იქნება, რომელმაც კარიერაში 17 ბრძოლა გამართა და აქედან 10-ში გაიმარჯვა. დევისს მეტსახელად მკვლელ B-ის ეძახიან.
რაც შეეხება ჭიკაძეს მას 9-დან 7 ბრძოლა აქვს მოგებული.
მებრძოლების შეხვედრა ჩვენი დროით 19:00 საათზე დაიწყება, ხოლო მანამდე აწონვისა და პირისპირ დგომის პროცესი გაიმართა.