ჩხუბი, მასობრივი არეულობა, საავადმყოფოში მოხვედრილი ფეხბურთელი - საქართველოს ნაკრების სადებიუტო მატჩი ამერიკულ ფეხბურთში [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
28 სექტემბერს თბილისში, "შევარდენზე", საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების პირველი საერთაშორისო შეხვედრა შედგა.

საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი ოფიციალური საერთაშორისო მატჩი ყაზახეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართა.

შეხვედრა ყაზახთა გამარჯვებით, 21:12 დასრულდა. თუმცა მატჩის მიმდინარეობისას ჩხუბი ატყდა, რასაც რამდენიმე მოთამაშის დაზიანება მოჰყვა. ერთ-ერთი მოთამაშე კი სულაც საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შეხვედრის შემდეგ ყაზახეთის ნაკრების მწვრთნელმა პაველ ფალიპოვმა ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა:

"ვერც წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამ მოხდებოდა. იყო შეტაკებები, დავა და არასათამაშო მომენტები. ყველამ დაინახა, ვინ იყო დამნაშავე. ეს სირცხვილია, ქართველი სპორტსმენები იქცეოდნენ აგრესიულად. ეს არ
არის ჩვენი ბოლო შეხვედრა. შევეცდებით, როცა ისინი ალმაატაში ჩამოვლენ, მეგობრულად დავხვდეთ და ყველაფერს შესაბამისად გავუწიოთ ორგანიზება".

საპასუხოდ, საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ვიცე-პრეზიდენტმა დავით ფალავანდიშვილმა განაცხადა:

"ბოლო წუთებში მოხდა უსიამოვნო ინციდენტი, ყაზახმა სპორტსმენმა პროვოცირება მოახდინა, რის შემდეგაც დაიწყო ჩხუბი. დაზიანდა ერთი ყაზახი სპორტსმენი, რომელიც საავადმყოფოში გადაიყვანეს - ღმერთს მადლობა, ახლა ყველაფერი კარგადაა. მატჩის შემდეგ რესტორანში ვიყავით ყველა ერთად. იქ იყო კარგი სიტუაცია და საბოლოოდ ყველას დაავიწყდა ეს ინციდენტი.

სანქციები აუცილებლად იქნება, ჩხუბის გამამძაფრებლებს აეკრძალებათ ამერიკული ფეხბურთის თამაში".

altჩვენება "დინამო არენაზე" ბიუსჰალტერების გარეშე და ამერიკული ფეხბურთი [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 13 /
ქართულ ფეხბურთს ხო ვბდღვნით და ეხლა ამერიკული ფეხბურთიც დევიწყეთ?
შაკო
17:38 30-09-2019
1
სამარცხვინოები ხართ!

ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილი! წარუმატებელი ადამიანის კომპლექსით შეპყრობილს შეუძლია მხოლოდ ჩაფხუტი ასე გამეტებით ჩაარტყას მოწინააღმდეგეს!

მართლა სირცხვილი თქვენი -- მაგრამ მარტო თქვენი რომ იყოს რა უჭირდა (ჯანდაბამდე გზა გქონიათ), ქვეყნის სირცხვილი ხართ და ბოდიში მაინც მოიხადოს ვინმემ, რესტორანში რა ხდებოდა რა შუაშია???
Miriani
17:59 30-09-2019
3

სიახლეები პოპულარული