მაკგრეგორი ბრუნდება - ცნობილი გახდა, ვინ იქნება მისი მეტოქე დეკემბერში

AutoSharing Option
ირლანდიელი MMA მებრძოლი კონორ მაკგრეგორი ხაბიბ ნურმაგომედოვთან წაგებული ბრძოლის შემდეგ ოქტაგონს უბრუნდება და მისი მეტოქე, დიდი ალბათობით, ფრენკი ედგარი იქნება.

მაკგრეგორმა "ტვიტერზე" ედგარის ფოტო დადო და დაბადების დღე მიულოცა, თან მიაწერა, რომ დეკემბერში შეხვდებოდა. ედგარმაც გააზიარა მისი პოსტი და უპასუხა, რომ მან თანხმობა განაცხადა და დანარჩენი მაკგრეგორსა და UFC-ის პრეზიდენტ დანა უაითზეა დამოკიდებული.

31 წლის მაკგრეგორს კარიერაში 25 ბრძოლა აქვს ჩატარებული, საიდანაც 21 მოიგო. ბოლო ბრძოლა დაღესტნელ ხაბიბ ნურმაგომედოვთან 2018 წლის 6 ოქტომბერს გამართა და UFC-ის მსუბუქი წონის ჩემპიონის ქამარიც
დაკარგა. 38 წლის ფრენკი ედგარი რეიტინგში მე-4 პოზიციაზე იმყოფება.

ედგარმა უკანასკნელი ბრძოლა მაქს ჰოლოუეისთან 27 ივლისს გამართა და 5 რაუნდის შემდეგ, მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული