"ვერა, კონორ, შენ არ იბრძოლებ"- UFC-ის პრეზიდენტმა მაკგრეგორს ბრძოლის გამართვაზე უარი უთხრა

AutoSharing Option
UFC-ის პრეზიდენტმა დანა უაითმა ირლანდიელ მებრძოლ კონორ მაკგრეგორს ფრენკი ედგართან ბრძოლის გამართვაზე უარი უთხრა და ამით ყოფილი ჩემპიონის UFC-ში დაბრუნება გადაიდო.

"მე კონორისა და მეივეზერის ბრძოლის გამართვამდე ვამბობდი, რომ ამდენი ფულის მიღების შემდეგ მაკგრეგორს, შესაძლოა, ბრძოლის სურვილი აღარც ჰქონოდა. იმ ჩხუბის შემდეგ მხოლოდ ერთი ბრძოლა ჩაატარა (ნურმაგომედოვთან).

კონორს მოსწონს ჩხუბი და ამის გაკეთება კიდევ ერთხელ უნდა, მაგრამ ფრენკი ედგარს ის ვერ შეხვდება. ფრენკი მასზე ორი წონითი კატეგორიით ქვევითაა. ის ალჯამეინ სტერლინგს უნდა შეხვედროდა, თუმცა ამ უკანასკნელმა ტრავმა მიიღო.

ფრენკი უკვე
ასაკშია, მისი კარიერა დასასრულს უახლოვდება, თუმცა ტიტულისთვის ბრძოლა ისევ შეუძლია. მაკგრეგორსა და მას შორის ბრძოლის გამართვას არანაირი აზრი არ აქვს.

ვფიქრობ, კონორი 2020 წელს დაბრუნდება" - გადმოსცემს უაითის სიტყვებს MMAJunkie.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული