ჩინელები ტარანტინოს ბრიუს ლის გამო დაუპირისპირდნენ

AutoSharing Option
ამერიკელ რეჟისორ კვენტინ ტარანტინოს ფილმს - "ერთხელ ჰოლივუდში", ჩინეთში არ აჩვენებენ, რისი მიზეზიც აღნიშნული ფილმის სიუჟეტში ბრიუს ლის პერსონაჟის არასასურველი ფორმით წარმოჩენაა.

პირველად ჩინეთში ფილმი "ერთხელ ჰოლივუდში" პრემიერა ბრიუს ლის შვილის, შენონის პროტესტის გამო გადაიდო. მან ჩინეთის ეროვნული კინოს ასოციაციას მიმართა, რომ ფილმიდან მამამისის კადრი ამოეღოთ. შენონ ლის აზრით, მამამისი ფილმში კარიკატულ პერსონაჟად იყო წარმოჩენილი, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.

კვენტინ ტარანტინომ, ბუნებრივია, მტკიცე უარი განაცხადა ფილმში რაიმე სახის ცვლილების შეტანაზე და ამგვარად, ჩინეთის ტერიტორიაზე ფოლმის, "ერთხელ ჰოლივუდში" ნახვა შეუძლებელი იქნება.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული