კრიკეტის 2.5-მეტრიანმა ფანმა ინდოეთში შესაბამისი სასტუმრო ვერ იპოვა [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
კრიკეტის 2.5-მეტრიანი ფანი ავღანეთიდან, სახელად შერ ხანი საკუთარი ქვეყნის ნაკრების საგულშემატკივროდ ინდოეთში ჩავიდა, თუმცა მისთვის შესაფერისი სასტუმროს ნომრის პოვნა ვერ მოახერხა.

შერ ხანმა ქაბულიდან ინდოეთამდე იმოგზაურა, თუმცა სასტუმროს ნომერი მაინც ვერ იპოვა. ის ქუჩებში დადიოდა, სადაც ბუნებრივია, მისი გადაადგილება სხვა გამვლელთა ყურადღების გარეშე არ დარჩენილა.

თუმცა, საბოლოოდ ხანმა ადგილობრივ პოლიციას მიმართა დასახმარებლად. ქალაქ ნაკას პოლიციის განყოფილებაში შეამოწმეს მისი დოკუმენტები და დასარჩენი ადგილიც უპოვეს.

Sportall.Ge

თუმცა, სამწუხარო ის გახლავთ, რომ შერ ხანის სიხარულმა დიდხანს არ გასტანა. ავღანეთის ნაკრები ინდოეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა.

მომზადებულია THE  SUN-ის მიხედვით

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუ ტიპს რა ყელში აქვს ამოსული ამდენი ცნობისმოყვარე ხალხი. რა სახით იყურება :D
გიორგი
16:17 07-11-2019
0
რა 2,5 მეტრი ?! 2,2-იც არ იქნება.
vaxo
17:06 07-11-2019
2

სიახლეები პოპულარული